Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მარტი » 15 » სტროფისტული ტრაქტატი დედამიწას
7:47 PM
სტროფისტული ტრაქტატი დედამიწას

არ მიყვარს: 
ცუდი ხასიათის ადამიანები - ჩემი უხასიათობაც მყოფნის, 
სიზმრის რაინდებზე დანიშნული, 
უაზროდ შეყვარებული ქალები, 
რომანის გმირების ასლები, 
გამორჩენის მიზნით გაჩენილი რომანტიკოსები, 
ალერსით დაღლილი წყვილები, 
უმისამართო ღიმილი, 
არამიწიერი სინაზე, 
კოცნამდე ახსნილი სიყვარული. 
სტუმრებისთვის დადგმული საქორწინო ცერემონიალი, 
ძალიან საქმიანი, დაკავებული, "მეჩქარება ადამიანები", 
ყვავილების ჩვეულებრივი თვალებით გამყიდველები, 
საკუთარი შემოქმედებით აღფრთოვანებული შემოქმედები, 
უაზროდ ბედნიერები, 
სხვისი პირჯვრის წერის დროს გახსენებული რწმენა, 
მთელი სიცოცხლის მანძილზე 
არცერთხელღამეგანათენები ადამიანი. 
მკერდდაკოცნილი ქალწულები, 
უშრომლად მდიდრები, 
ამპარტავანი თავმდაბლები!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 816 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.