Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მარტი » 31 » სიყვარულის სუდარა
6:01 PM
სიყვარულის სუდარა

ფიქრების ლანგარზე ისევ დაძველდა
და დალპა მუზა,
მინდა თუ არა
მისი შემცბარი და მკრთალი ლანდი
დროის პატარა შუალედს ფარავს
ჩემს ცხოვრებაში ოცნების ფარდით.
სადღაც გაქრება, დარჩება მხოლოდ
სურვილის ლაქად სულის სამოსზე,
რასაც გავხდი და შევინახავ ტვინის სარდაფში,
მოგონებების სკივრის ფსკერზე.
თუმცა...
ყოველთვის როცა იჟღერებს ტანგო,
კვლავ ვიგრძნობ კარგო
ჩელოს ვნებიანად დაჭიმული სიმების ტანზე
მოცეკვავე თითების ალმურს,
კვლავ ამოვქექავ
სკივრის ფსკერზე მიგდებული სიყვარულის სუდარას.
ეს აღარ იქნება მუზა...
მე დავნებდები აუხდენელი სურვილის ასულს....

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 849 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.