Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მარტი » 30 » შანდორ პეტეფი
9:23 PM
შანდორ პეტეფი

როგორ მიყვარხარ! გრძნობას ვერ ვმალავ,
მკლავს უნდობლობა შენი ფარული,
რით დაგარწმუნო? არ მყოფნის ძალა,
რით დაგიმტკიცო ეს სიყვარული?

ჩემი უბრალო სიტყვის არ გჯერა,
რით გაგიფანტო ეჭვი ტიალი?
მიყვარხარ! თუგინდ, გითხრა ასჯერაც,
მაინც არ გჯერა ჩემი ტრფიალი...

რატომ ოქროთი მდიდარი არ ვარ,
არ დავზოგავდი შენთვის ათასებს,
შემოგავლებდი ოქროს და ქარვას,
შემოგწირავდი დიდ-დიდ ალმასებს.

მეფე რომ ვიყო ლალებით სავსე,
გვირგვინს დავთმობდი ოღონდ სუროთა,
ოღონდ ყვავილთა გვირგვინი თავზე
შენი ხელებით მე დამხურვოდა.

რომ ცისარტყელა ვიყო შვიდფერი,
ჩუმად სიტყვასაც კი არ გეტყოდი,
მივატოვებდი ლაჟვარდს სიმღერით,
წელზე სარტყელად შემოგერტყმოდი.

მზე რატომ არ ვარ ღრუბლებში სადმე,
მე დავტოვებდი სამყაროს ფართოს,
თვალს დავხუჭავდი ყველაფრისადმი,
რო შენს თვალებში მეცქირა მარტო.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1199 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
2011-04-04 - 5:13 PM

magaria dzaaan.. :))

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.