Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მარტი » 1 » ყველაფერი გაქრა
5:44 PM
ყველაფერი გაქრა

ყველაფერი გაქრა, როგორც მოჩვენება ღამის...
შორით მოჩანს თეთრი სივრცე და წარსულში მიხმობს
ეს, ძვირფასო, ტყუილია, არ დამტოვებს დარდი
ჩემი სულის მიტოვებას სიკვდილიც არ ფიქრობს...
მე ხომ უკვე გამოვცადე მოლოდინი ტრფობის
ვეღარ მოვალ ვერასოდეს, თუნდაც დამელოდო
ხარბად შევსვი საწამლავი, წყურვილისთვის მგონი
თუ გსურს მზად ვარ გისაჩუქრო, ჩემში რაც კი მოგწონს...
მე არ ვნანობ განშორებას შენს უმანკო სულთან
მხოლოდ ვწუხვარ, რომ სიკვდილმა არ გამიღო კარი
მერე რატომ? შენ ხომ გწამდა, მე სიცოცხლე მსურდა
მაშ, რა მოხდა?! რად გავწირე ჩემი საფიცარი?!...
იქნებ, ფიქრობ სახატეში სანთლები არ მეყო
იქნებ დარდობ, ასე დიდხანს მოგაბეზრე თავი
არა, კარგო, სალოცავი სანთლები კვლავ მენთო
მხოლოდ შემხვდა სიბოროტე, ჩუმი, შემზარავი...
არ მეგონა გამწირავდა, მას მივანდე თავი
არ მეგონა დამახრჩობდა მისი მწუხრი თვალთა
იგი შემხვდა გზაში შემხვდა და გამომდო მკლავი
წამიყვანა და ჩემს ირგვლივ ყველაფერი გაქრა...
შემებრალა!!! მის სიბრალულს შეეწირე მსხვერპლად
თუ ზვარაკად შეიწირა იგი ღმერთმა სხვისვის
არაფერი არ მადარდებს, მე ეს ბედი მდევდა
ო, დაბრუნდი! ო, დაბრუნდი! მე უშენოდ მიმძიმს...
ახლა მოდი, გევედრები... ნუ დამტოვებ მარტო...
სურვილი მაქვს შემიბრალო და უკვდავ სულს გავდე
მაგრამ არა! მე ამ ქვეყნად მხოლოდ სიკვდილს ვნატრობ...

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 822 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.