Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მარტი » 27 » ფიქრი დარდებად მათოვს..
11:12 AM
ფიქრი დარდებად მათოვს..

გვიან გიპოვე,
ლოცვად ვიქეცი...
და ახლა, ფიქრი დარდებად მათოვს...
მე, ჩემი გული, ყველას მივეცი...
და დავრჩი ქვეყნად ობოლი, მარტო...

მე მტკივა,
გულის ჩამესმის ძგერა...
გიხსენებ ეხლა, ისევ გიგონებ...
ვერ დავივიწყებ, ვერაფრით, ვერა...
შენს სიყვარულზე დაზრდილ სტრიქონებს...

გეძებდი დიდხანს,
მაინც გიპოვე...
და ახლა, დღეებს ლანდივით დასდევ...
ვერ ვხვდები, გული რად დამიტოვე...
გული, რომელსაც ნაღველი ადევს

წუხს ჩემი ფიქრი,
წლები მიდიან...
ალბათ ბოლომდე უნდა ვღელავდე
შენამდე ალბათ უფრო დიდია...
რა მანძილია ახლა, შენამდე...

ვბერდები,
წლები ისევ მაგიჟებს...
და მაინც, ისევ მომაგონდები
მივდივარ, ისევ ვითვლი ნაბიჯებს
ჩემში ხარ, მაგრამ მაინც მშორდები..
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 776 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.