Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მარტი » 15 » ორივეს სხვადასხვა გვქონია......
7:50 PM
ორივეს სხვადასხვა გვქონია......
ორივეს სხვადასხვა გვქონია ბედი,
ერთმანეთს როგორ შევხვდით ანდა,
შენ - ცისკენ აღერილი გედი,
მე - ზღვაში ჩაძირული ანძა.

შენ - მოდრეიფე ზვირთი,
მე - ნაპირს მიმსხვრეული ტალღა...
შენ - მარად დაუმცხრალი ნიჭი,
მე - მხოლოდ დადუმება, დაღლა.

გზად ათას საფეხურებს ტოვებს
კვლავ წყვილთა უსასრულო წყება,
მე შენში აღმაფრენა ვპოვე,
შენ ჩემში ცრემლები და წყენა.

და უხმოდ მიმატოვე მარტო,
შენ კარი მომიხურე ცივად,
მე ფიქრთა ქარავანი მართობს,
და გული უსასრულოდ მტკივა..
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 814 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.