Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მარტი » 1 » მიწამ გაშალა ყვავილთა სუფრა
5:11 PM
მიწამ გაშალა ყვავილთა სუფრა

მიწამ გაშალა ყვავილთა სუფრა,
ცამ იისფერი შესვა ფიალა,
მარტის სილაღემ გული სიცოცხლით
ბეღურასავით შეაფრთხიალა.
ანარცისებულ დღეების კონებს
დასტრიალებენ თავზე ფუტკრებად
მათი სურნელით მთვრალი სხივები,
თან სიყვარულით გული უკვდებათ.
გული უკვდებათ,მაგრამ ამ გრძნობით
უორმაგდებათ ძალა ნათების.
ორმაგად სძლიეს ზამთრის სიცივეს
მცივან სხეულზე სამ თვე ნადების.
ორმაგად დავძლევ უსახურ გრძნობებს
რომ მარტოობით აღარ იტირონ,
ორმაგად ვხარობ,ორმაგი სუნთქვით
ორმაგად დარდებს დავგმობ იმიტომ,
რომ ჩემს ერთ წელში სიცოცხლის ორი
მაუწყებელი გაზაფხულია:
ერთი ბუნების წიაღში ხარობს,
მეორე შენში განაბულია.
ასე ძვირფასი,ასეთი თბილი,
ჩემთვის ეს ორი გაზაფხულია,
ორივე ერთი მშვენიერებით,
ორივე ერთად ჩემი გულია.
დაე მაუწყონ სიცოცხლის მოსვლა
შენი,ბუნების მშვენმა მერცხლებმა,
რომ სულში ჩამწვდეს მათი ხალისი
და ცივი ქარიც შემომეცლება.
ეს ლექსი ფიქრებს მაშინ მოგვიშლის
უკან,ზამთრისკენ დაბრუნებაში,
როცა ალერსით იგაზაფხულებს
სიცოცხლე შენში და ბუნებაში.
მუდამ ყვავილობ წლის ყველა დროში,
ცაში მერცხლისებრ განავარდებით.
ახლა ბუნებაც მოგეშველება
იებითა და ყოჩივარდებით.

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 734 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.