5:09 PM მიყვარს სიტყვა | |
მიყვარს სიტყვა -ვნება სხვა სიტყვებზე
მეტად. ვარ აზრ-პირო-ვნება ნების და თა-ვნება... გემო-ვნება ხელზე მეხატება მე რად? როცა ერო-ვნებაც მდის სიამო-ვნებად. ჟღერ-ფერ-ადო-ვნებად მკლავს ჰაერო-ვნება... რატომ მწირავს
ასე ჩემი ხელო-ვნება? დადე ცაზე ეგ მზე მტევნებს რომ
ადნება... სანამ ლუციფერი მე დამედე-ვნება, მიყვარს შენზე
თვალის ცით გამოდე-ვნება... არ მ-ვნებ-ს არაფერი ჩემი ნების
გარდა...
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |