Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მარტი » 30 » მე მარტოობა ვყოფილვარ თვითონ
6:54 PM
მე მარტოობა ვყოფილვარ თვითონ
მე მარტოობამ როგორც ფიქრი გამაცამტვერა,
და მეც უძლური ველოდები მაცდურ განაჩენს,
ავედევნები კვლავ კლავიშებს ქარად და მტვერად,
მაინც ჩემნაირს ხვალ დროება ათასს გააჩენს.
აღარ ვიქნები მარტოდმარტო შენი მგოსანი,
მრავალ პოემებს მიუძღვნიან მშვენებას შენსას,
მე ერთი ლექსი შემრჩენია შენთვის ფრთოსანი,
სხვა ვერ გაიგებს ამ სატკივარს და განცდას ჩემსას.
ვერ გავექეცი მარტოობას ვეღარც სიზმარში,
თითქოს გაქვავდა ყველაფერი, აქ ჩემს გარშემო,
რაღაც მაკლია ვიქექები ჩუმად ფიქრებში,
იქნებ მიზეზი მარტოობის ვინმემ მაჩვენოს.
მე აღარ მინდა არც სიკვდილი, აღარც სიცოცხლე,
ჩემთვის სიკეთეც, ბოროტებაც უკვე ერთია,
მარტოობაში თუ ამ ქვეყნად ერთ წამს იცოცხლებ,
მაშინ მიხვდები რომ სიკვდილი ამ წამს გერჩია.
მე მარტოობას გავექეცი ამ ქვეყნად ვითომ,
მაგრამ აღმოჩნდა, მარტოობა ვყოფილვარ თვითონ.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 4405 | დაამატა: admin | რეიტინგი: 2.8/4
სულ კომენტარები: 3
2011-04-16 - 0:28 AM

momwons leqsi martooba mec mtanjavs me yoveltvis marto viyavi ufro sworad mxolod martooba myavda

2011-03-30 - 7:16 PM

smile

2011-03-30 - 6:57 PM

ok umnik

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.