Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მარტი » 24 » "მე ჩემს წიგნს "
4:54 PM
"მე ჩემს წიგნს "

"მე ჩემს წიგნს "მახსოვს" დავაწერე.
რადგან ყველაფერი მახსოვს.
ხსოვნა ღვინოსავით დავაძველე
და მოგონებები მახრჩობს.

ზოგი მოგონება ფრთხიალებს,
ზოგი__დაჭრილივით ბღავის.
ვიხსენებ მაგ თვალებს წყლიანებს,
ვიგონებ __უმწეო ყვავილს.

წლები გადის და ხმაურია__
ჩქარია ცხოვრება ჩვენი.
სადა ხარ , სად ხარ , თამუნია,
სად, რომელ ხეობას შვენი?!

ქმარ-შვილი ხომ არ დაგეხვია,
ცხოვრების თონე და ალმური?
ერთხელ დუმილი დაგერღვია,
მახსოვრობის ხე დაგერხია,
შენც, შენც დაგერხია თამუნი!

ჩიტუნა გამოფრინდა წალმიდან,
დასკუპდა შტოზე და გალობს.
მე შენგან არაფერი არ მინდა,
იხარე პაწია ქალო!

უხვად საქმეები გაიჩინე,
გაჯერდი ქმარ-შვილის მოვლით,
წარსულით გულს ნუ დაიმძიმებ,
მით უფრო__წყეული ხსოვნით.

მე კი...მიტკალივით თეთრია
ჩემი ღამეების ჯარი,
მე სხვა ვარ, პოეტების ხვედრია
გვახსოვდეს ცოცხალი და მკვდარი...

ასი მოგონება ფრთხიალებს,
ასი __დაჭრილივით ბღავის,
ასიც__ყვავილივით იალებს
და კუბოს ფიცრამდე ჰყვავის."

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 749 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.