Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥
წვიმიან ქუჩაში ქალი ცეკვავდა, 
წვეთებს რითმებად ეფერებოდა, 
ხელებგაშლილი, მკერდმოღეღილი, 
ღამეს თამამად ეალერსებოდა. 
ის ტრიალებდა თავდავიწყებით, 
ცეკვავდა მიწის ფეთქვის ბგერებზე, 
ცამდე ადიოდა, ცამდე ცეკვავდა, 
ცამდე იწეოდა თითისწვერებზე. 
სრულ სიბნელეში სრულიად მარტო, 
ის თავისსავე მუსიკას ქმნიდა, 
მე კი ვიდექი და ვერც კი ვხვდებოდი, 
წვიმა მეც მასთან ერთად რომ მცრიდა. 
მას კი სიხალასე ..... თვალებში ჰქონდა, 
ზეცას კი ორი ვარსკვლავი აკლდა, 
ასეთი სილამაზის მე ჯერ არ მნახველს, 
თავდავიწყებამდე აღარა მაკლდა..... 
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 962 | დაამატა: თანამედროვეებიი | თარიღი: 2012-03-08 | კომენტარი (0)

თუ მშვენიერი იყო ასეთი მუდამ სიცოცხლე
რად ვერ დავწერე ლექსი ისეთი შენ რაც აღგწერდა
სად გაიცვითა კალაპოტების დამშრალი გზები
ნუთუ ოცნება ამ დროსთანერთად მხოლოდ დაძველდა..
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 964 | დაამატა: თანამედროვეებიი | თარიღი: 2012-03-08 | კომენტარი (0)

ვიცი, რომ დღესაც მარტო არა ვარ –
შენი კეთილი თვალი დამყურებს.
ივსება შენი სუნთქვით კარავი
და აკანკალებს ქარი საყურეს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 833 | დაამატა: თანამედროვეებიი | თარიღი: 2012-03-08 | კომენტარი (0)

მე მიყვარს ხოლმე სიარული ქუჩაში მარტო, 
იმ დროს, 
როდესაც 
დედაქალაქს 
დაიპყრობს ძილი... 
მიყვარს, 
მიყვარს 
და... 
არ ვიცი რატომ! 
(მიზეზის პოვნას 
არცთუ ისე ძალიან ვცდილობ). 
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 985 | დაამატა: თანამედროვეებიი | თარიღი: 2012-03-07 | კომენტარი (0)

სამოთხეში ვარ? 
არა პატარა, ჩვენ ერთად ვიწვით სატანის სახლში. 
ჯოჯოხეთში ვარ? 
დიახ, პატარა! აქამდე როგორ ვერ მოგხვდა თვალში? 
რომ გავიქცეთ რა? 
არა მგონია, მოგვაბრუნებენ ეგრევე გზაში... 
თავს ვერ დავიცავთ? 
კარგად დაფიქრდი, მოგვათავსებენ მდუღარე წყალში. 
შენ რომელი ხარ? 
უფალო ღმერთო, ნეტა რა უდევს ამ გოგოს თავში... 
გაბრიელი ხარ? 
გაბრიელი ვარ და ტანს მიმშვენებს ჯორჯიო არმანი?! 
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 875 | დაამატა: თანამედროვეებიი | თარიღი: 2012-03-07 | კომენტარი (0)

მე მომენატრე და ამიტომ გწერ...
მე იმას მოგწერ რაც არ მითქვია
გაცნობის დღიდან გულში მიზიხარ
შენი გული კი მგონი სხვისია.

მე მინდა შევსვა ღვინო ფიალით
და დავივიწყო რომ ჩემი არ ხარ,
წამით რომ მაინც გადაგივიწყო
და არ ვიფიქრო ამ წუთში სად ხარ.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 993 | დაამატა: თანამედროვეებიი | თარიღი: 2012-03-06 | კომენტარი (0)

მე რომ შემეძლოს,
ჩემს დაძარღვულ სხეულს შენი ცრემლით დავნამავდი
და შემდეგ შენივე ხელებით გავაუთოვებდი.
მე რომ შემეძლოს,
ჩემს გონებას ჩავუკეტავდი ყველა აზრს
და მხოლოდ შენზე ფიქრებს დავტოვებდი.
სამყაროში ჩავრაზავდი ყველა კარს,
დაწყებული უშორესიდან და მოყოლებული თანდათანობით ჩემსკენ,
რომ საბოლოოდ შენი ერთადერთი ბინა
გახდეს ჩემი სხეული.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 907 | დაამატა: თანამედროვეებიი | თარიღი: 2012-03-06 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 5 6 7 8 9 ... 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.