Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥

მე ჩვენს ობლობას არავის ვდებ ბრალად იცოდე,
უმშობლოდ გაზრდილ სიყვარულით მიყვარდი მარად…
ვნების ქარცეცხლში კისრად ვიდებ სწორედ იმ ცოდვებს,
რომ მიმაჩნია მე სამოთხის დაკარგვის დარად…

მწველი ფიქრები შემაჩვიე, როგორც ლანდები
და ემსგავსები გაზაფხულზე მოვარდნილ მეწყერს,
ჩემში შეგინდობ ყველა ცოდვას…

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 899 | დაამატა: თანამედროვეებიი | თარიღი: 2012-03-06 | კომენტარი (0)

შენ არ დამატყობ გულზე ნატყვიარს
ვგრძნობ, როგორ ფეთქავს შენი გულ-მკერდი,
თვალებში ლურჯი ზმანება ელავს…
წვიმის წვეთები აპობს გუბეებს,
როგორც არასდროს ზღვაც, ისე ღელავს…
ბაგეს, ვით ხატებს, ისე ვემთხვევი,
შენი სხეული ცეცხლად ანთია
და შენი კაბა ტანზე შემთხვევით
შემოხეული ღამის ლანდია…
ჩემი ხელები შენს ზურგს ეხვევა…
თვალბში თითქოს ბინდი ჩამოწვა…
დაუფიქრებლად გკოცნი ერთხელაც
შენმა ტუჩებმა კანი ამომწვა…
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 811 | დაამატა: თანამედროვეებიი | თარიღი: 2012-03-06 | კომენტარი (0)

ბევრჯერ შევსულვარ ტაძარში, სანთლები ამინთია,
გულის წადილი უფლისთვის ჩურჩულით გამინდვია,
პირჯვარს ვიწერდი ხატის წინ, ღმერთს მოწყალებას ვთხოვდი,
მეგობარს ვადიდებდი და უმეგობრობას ვგმობდი.
სიტყვა”მეგობრის”ხსენებით გახარებული ვკრთოდი,
მე ჩემს მეგობრებს ვლოცავდი, ღმერთის შეწევნას ვგრძნობდი.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 907 | დაამატა: თანამედროვეებიი | თარიღი: 2012-03-06 | კომენტარი (1)

ლხინში ბევრს გაახსენდები,
ჭირში ახსოვხარ ცოტასა,
გაივლის დრო და მიხვდები,
ვინც იმსახურებს ძმობასა…

კაცი მეგობრით ცოცხლობსა,
მეგობრობაა მთავარი,
შენს ჭირს ვინც არა გლოვობსა,
ის მეგობარი არ არის…

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 904 | დაამატა: თანამედროვეებიი | თარიღი: 2012-03-06 | კომენტარი (0)

გაიფდა ხალვა,
ამისათვის შევიყვარო,
ნათელაშვილი შალვა???
ჩემო უჩა ეგ რუსეთი
მარტო შენ არ გკიდია,
მარა ვითომ საქართველო
ნატოში არ კიდიათ?!
ეს ცხოვრება აირია
მგელმა მისცა მელას
ნატოში თუ ვერ შევალთ
დავაბრალოთ გელას?
კაცი თავს თუ ჩამოიხრჩობს,
თოკზე დიდხანს იქანავებს,
ქალი რო სიგარეტს მოწევს
ის ტიტველიც იბანავებს???
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 825 | დაამატა: თანამედროვეებიი | თარიღი: 2012-03-06 | კომენტარი (1)

’’საროჩკა’’,’’ნასკი’’,კრაოტი’’,პოლი’’-
მართლაც რომ, ქართველს არა ჰყავს ტოლი.
’’კუხნა’’,’’ბალკონი’’,’’ზალა’’,’’პადვალი’’
-მითხარით ენა ამის ბადალი.
’’პესოკი’’,სუმკა’’,’’ტუფლი’’,’’იუბკა’’
რომელი გოდა ხარ?-’’თხუთმეტი სუტკა’’
’’მოვპარე სპიჩკა-მაქვს ეს პრივიჩკა’’
’’ლამპოჩკა’’,’’ჩაინიკი’’,’’კრაოტი,’’სტოლი’’
-ამბიცია ულევია,ინტელექტი ნოლი.
’’შოფერი’’,’’მატორი’’,’’პაკრიშკა’’,’’ლიჟები’’.
-საბა და ილია-’’იმენა გიჟები’’
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 953 | დაამატა: თანამედროვეებიი | თარიღი: 2012-03-06 | კომენტარი (1)

...ქარია დღესაც, ალვის კენწეროს
მოვნატრებივარ, აწყდება სარკმელს...
ეს ძილი მაინც სად დაიკარგა?!
არ ვიდარდებდი ასე და ამდენს!!!
დარდებს... აკრეფილს არა სურვილით
გზა ვერ ვუპოვე ჩემგან წავიდეს...
ჯერ ასე სუსტმა...მე არ ვიცი და
აბა მითხარი შენ რა დაგპირდე?
ოცნებას ფერი ხასხასით აკრავს
ნაწერს შეუკრავს შენთვის საკინძე...
ვიცოცხლებ შენთვის! - შენს თავს ვფიცავარ!
გიყვარდე მხოლოდ! - ჩემს თავს გაფიცებ!...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 805 | დაამატა: თანამედროვეებიი | თარიღი: 2012-03-06 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 6 7 8 9 10 ... 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.