5:26 PM მე მიყვარს ხოლმე სიარული ქუჩაში მარტო, | |
იმ დროს, როდესაც დედაქალაქს დაიპყრობს ძილი... მიყვარს, მიყვარს და... არ ვიცი რატომ! (მიზეზის პოვნას არცთუ ისე ძალიან ვცდილობ). დავდივარ. მესმის საკუთარი ფეხის ხმა მხოლოდ... იღვრება დიდი ფანჯრებიდან სინათლე ლურჯი. და... ვიცი: ვივლი, ვივლი, ვივლი, ვივლი და... ბოლოს სასაფლაოზე წამიღებენ ამავე ქუჩით. აუცილებლად, უსათუოდ მოხდება ასე! მაგრამ მე მაინც გმადლობ, დედა, დედაო, გმადლობ! ვხედავ ქვეყანას — სინათლით სავსეს... დავდივარ, ვღელავ, მიყვარს, მაწვიმს, ვიცინი, მათოვს | |
|
სულ კომენტარები: 0 | |