ვიქნები მარტო. დუმს ოთახი. ხელში დავითნი. აღვიდგენ ლოცვას, სინანულის სარკმელს მას ვუღებ, ვინც მოვა ჩუმად და გამომწვარ ჩემს ძვლებს დაითვლის, ყველა კითხვაზე მოხმობის დღეს ვინც მიპასუხებს.
|
არ ვიცი პოეტები მუზას რას არქმევენ, მე ჩემი ანგელოზის თხოვნას შევასრულებ… თუ მუზა პოეტებს რითმებს დაურიგებს, მე რითმებს შენი თვალები მკარნახობენ.
არ ვიცი პოეტები მუზას რას არქმევენ, მე ჩემი ანგელოზის თხოვნას კვლავ ვასრულებ… პოეტის კალამს თუ მუზები მართავენ, მე ჩემს ლექსებში შენს ღიმილს ჩავაქსოვ.
|
ჩვენი გულები გრძნობით ფეთქავენ და სიყვარულის ამბებს ყვებიან მარტო დარჩენის ნუ გეშინია დაგიბრუნდები ჩემო ფერია აბა უშენოდ როგორ ვიცოცხლებ? მე სიცოცხლეზე მეტად მჭირდები მუხლმოდრეკილი მხოლოდ ერთსა გთხოვ როცა მე წავალ ნუ ატირდები შენი ცრემლები დარდად გამყვება მწარე წარსულად გამყვება გულში
|
მზისგან დანაწვიმ ცისფერ ბალახში წევხარ ცვრიანი და ნისლით სავსე, არ ვიცი ვინ ხარ, არ ვიცი რა ხარ და მაინც რაღაც უცხოთი მავსებ.
გონებას ნისლი ეხვევა ცისფრად, შეუცნობ სათქმელს ვერ ამბობს გული, სხეული თითქოს მჩატე და მთვრალი, თრთის შენი მზერის მზით გათანგული.
|
მიედინება დარდიანად დღეთა დინება, შარიშურობენ შარიანი შავი ეჭვები, კვლავ შენზე ვფიქრობ, და ამ ფიქრში არ მეძინება, გულში ჟღარუნებს მოჟღარუნე ტრფობის ეჟვნები. გადმოვფრინდები შენთან ფიქრის ფარფატა ფრთებით, დაგცვარ-დაგნამავ ოცნებების ცისფერ ცვარ-ნამით, ავჩუხჩუხდები, ავდუღდები ჩუხჩუხა ვნებით, და დაგეღვრები ნიაღვრებათ უმთვარო ღამით.
|
მშვენიერი ლექსები წლის უმშვენიერესი დროისთვის გაზაფხულისთვის. გაზაფხული დაბადების და ახალი სიცოცხლის დაწყების სიმბოლოა ბუნებაში...
|
წლებმა საათებად ჩაიარა წლები საათივით მდევდა, დრომ რა უცაბედად გაიარა გრძნობის ყველა წამი დედა..
| « 1 2 ... 4 5 6 7 8 ... 262 263 » |