Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥
არაფერია... თუ სულში წვიმდა,
ეს განშორებაც არაფერია...
ხედავ? ხეებზე დამსკდარა კვირტი,
შენ რომ ვერ გხედავ დასანანია.
არაფერია, თუ არ გიყვარვარ,
თუ ჩემს ბილიკზე არ გაგივლია,
თუ ყველაფერი მე მოვიგონე,
გჯეროდეს... ესეც არაფერია...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 934 | დაამატა: თანამედროვეებიი | თარიღი: 2012-03-06 | კომენტარი (0)

რა სასწაულმა შემახვედრა შენთან არ ვიცი,
ან ამ სიყვარულს ტკივილამდე რატომ განვიცდი,
როცა შენ გხედავ,აღარ მახსოვს ქვეყნად არავინ,
როცა გშორდები,დარდი მიპყრობს დაუფარავი.

გნატრობ,მოგელი და შენს გზაზე მწყდება თვალები,
იცი,მიყვარახრ,შენ თუ გინდა ნუ გეყვარები,
ვცდილობ,როგორმე მივაკვლიო სხვა გულის სითბოს,
მაგრამ ყინულით დაფარულა ქვეყანა თითქოს.......
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 990 | დაამატა: თანამედროვეებიი | თარიღი: 2012-03-06 | კომენტარი (0)

არ ვიცი პოეტები მუზას რას არქმევენ,
მე ჩემი ანგელოზის თხოვნას შევასრულებ…
თუ მუზა პოეტებს რითმებს დაურიგებს,
მე რითმებს შენი თვალები მკარნახობენ.

არ ვიცი პოეტები მუზას რას არქმევენ,
მე ჩემი ანგელოზის თხოვნას კვლავ ვასრულებ…
პოეტის კალამს თუ მუზები მართავენ,
მე ჩემს ლექსებში შენს ღიმილს ჩავაქსოვ.

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 846 | დაამატა: თანამედროვეებიი | თარიღი: 2012-03-06 | კომენტარი (0)

როცა გეძახი,როცა მინდიხარ, 
როცა აღმაღგზნებ და როცა გელი, 
ჩემგან ყოველთვის მაშინ მიდიხარ 
და გამოწვდილი მირჩება ხელი.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 892 | დაამატა: თანამედროვეებიი | თარიღი: 2012-03-06 | კომენტარი (0)

მე ვიზოგავდი შენს თავს, როგორც ძვირფას სუნამოს,
შენი სურნელი - შერჩენილი კაბას შლეიფი,
შენი სიტყვები- მოხვეული ყელზე სურვილი
შუამავალმა თებერვალმა ისე შეიშნო,
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 830 | დაამატა: თანამედროვეებიი | თარიღი: 2012-03-06 | კომენტარი (0)

1.ფერებმა დაფარეს სამყარო, მე კი უფეროდ ვარ...გა-მი-სულ-ერთ-დით !
2.-სიცოცხლე იმით კი არ იზომება, რამდენჯერ ჩაისუნთქავ, არამედ იმით რამდენჯერ შეგეკვრება სუნთქვა. 
3.ვარ ახალგაზრდა,ჭკვიანი,ლამაზი და კონტაქტური,არავის არ ვეძებ,ვბლატაობ...
4.რა უცნაურია … მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია შეცვალოს მთელი შენი ცხოვრება…. მხოლოდ ერთ ზარს შეუძლია ხასიათზე მოგიყვანოს და გაგაცინოს რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე იყო….რა უცნაურია არა,მხოლოდ ერთს რამდენი შეუძლია არადა მხოლოდ ერთია..
5.კუბოს კარამდე არ მეყვარებაა,,იმიტომ რომ ჩემი სიყვარული მარადიულია და კუბოს კარიც კი ვერაფერს დააკლებსს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 837 | დაამატა: თანამედროვეებიი | თარიღი: 2012-03-05 | კომენტარი (0)

რუხ ოთახში სძინავს მთვარეს,
როიალზე უკრავს ვიღაც,
ქუჩის ბოლოს მთვრალი კაცი
აგინებს და ლანძღავს დილას.
თეთრ ოთახში მომაკვდავი 
გულ-ამოსკვნით ითხოვს შველას,
ცრემლმორევით მდგარი ბავშვი
თვალს არიდებს დედის მზერას.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 763 | დაამატა: თანამედროვეებიი | თარიღი: 2012-03-05 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 7 8 9 10 11 ... 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.