აკი მითხარი ღმერთი არ მწამსო მაშ რა გინდოდა სვეტიცხოველში აკი მითხარი არვინ მიყვარსო, მაშ რად ცურავდი ცრემლის მორევში
რად დაუჩოყე ხატებს ძვირფასო რატომ აანთე წვრილი სანთელი ვისზე თქვი ღმერთო ძლიერ მიყვარსო იმ ბედნიერის მითხარ სახელი..
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
869
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-29
|
|
მან მიატოვა პატარა გოგონა, მერე მოვიდა მითხრა, შენ მიყვარხარო და შენთან ერთად ბედნიერება მინდა. მე კი პასუხად არა ვუთხარი რადგან ვერ ვიტან იმ ვაჟს, ახლა გაიგებს თუ როგორია, რომ მიგატოვებს ვიღაც. უცებ შეებრალა პატარა გოგონა, სასწრაფოდ ეძებს ბინას, იქ კი ეტყვიან რომ იმ გოგონას ახლა საფლავში ძინავს. ბიჭს მოეძალა ცუდი ფიქრები ვეღარ მიმხვდარა რა ქნას, მიდის საფლავთან და სიმწრით გულზე მუშტით დააყრის მიწას. –ნუთუ ძვირფასო ჩემი ბრალია რომ მიგაბარეს მიწას? ახლა ცოცხალი დავიარები მაგრამ მკვდარი მაქვს გული, გთხოვთ არასოდეს არ მიატოვოთ ქალის სათუთი სული.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
852
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-29
|
|
ხომ შეიძლება სხვა იცინოდეს, შენ კი არა და არ გაგეცინოს. ხომ შეიძლება დაგღალოს დღემ და ბალიშზე მაინც არ დაგეძინოს.
ხომ შეიძლება მომავლის ნაცვლად გარდასულ დღეთა ფიქრზე იღელვო, სულ ერთი ჭიქა დალიო მაგრამ, დათვრე და დარდი ამოიმღერო. ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
1006
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-29
|
|
როგორც ყოველთვის ისევ მომენატრე ისევ მომადგა თვალებზე ცრემლი ისევ შენ გნატრობ ისევ შენ გელი ისევ ვლოცულობ რომ იყო ჩემი ისევ წამომცდა მიყვარხარ მეთქი ისევ შენს სურათს ვესაუბრები ისევ აგორდა ფიქრის მორევი ისევ ადიდდა მდინარე ცრემლის ისევ ჩამესმის შენი ჩურჩული ისევ ე მომდის შენი სურნელი ისევ გამოჩნდა ცაზე ღუბელი ისევ გადავშალე სევდის ფურცელი მე უშენობას ვერ ვეგუები!!!! "ნუთუ არასდროს არ დაბრუნდები??" თავს ვიტანჯავდი მე ამ კითხვებით.. თვალები ცრემლით მევსება ნელა.. მერამდენეჯერ,ვინ მოსთვლის ნეტავ? მე აღარ მინდა აჩრდილის დევნა.. დამიბრუნდები მე ამის მჯერა
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
818
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-29
|
|
ზღვაო, ჩურჩულით მითხარი,
რომ შენც მელოდი ძალიან,
ღრუბელს რქას აჰკრავს მზის ხარი
და წვიმა _ პატარძალია.
ზღვაო, დამახრჩვე ალერსით
და მომეხვიე ტალღებით.
სხივი მჭირს კლდეზე ნალესი,
მზე დადის წითელ წაღებით.
ზღვაო, ეგ შენი სინაზე
ათას უფლისწულს ეყოფა.
გეხვევი მტრების ჯინაზე
ჩემს უღალატო მეგობარს.
ვკეკლუცობ მე შენს სარკეში
და თავს გაწონებ ოცნებით
და ტალღებს, ჩემზე დაგეშილს
მეც ვეგებები კოცნებით.
ზღვაო, ნუმც განმეშორები,
შენი მზე ნატვრისთვალია.
ყოველთვის მემახსოვრები _
ზღვაო, მიყვარხარ ძალიან.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
1310
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-29
|
|
დიასახლისო და დედაო მოგონებათა, ო,შენ ხარ ჩემი სიხარული!რაც სულს უყვარდა, რის გახსენებაც დღევანდლამდე ჩემს სულს ემართა კვლავ გამოიხმე,რომ საღამო თრთოდეს ბუხართან, დიასახლისო და დედაო მოგონებათა.
საღამოების ნაკვერჩხლების შუქზე გიზგიზი და სიზმარივით ვარდისფერი ნისლი აივნის. გული კეთილი და შიშველი მკერდის კისკისი! კიდევ სიტყვები,უგზო-უკვლოდ რომ არ ჩაივლის, საღამოების ნაკვერჩხლების შუქზე გიზგიზი.
რა შეედრება მზის დაისებს,ასე ზღაპრულებს! ცა რა ღრმა არის!შენ გეკუთვნის,არავისია! შენსკენ გადმოხრილს,დედოფალო,მე რომ მაბრუებს დამათრობელი სურნელებით,შენი სისხლია! რა შეედრება მზის დაისებს,ასე ზღაპრულებს!
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
845
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-29
|
|
შენ ჩემი არ ხარ და არც იქნები რადგან შენ არ გაქვს ჩემზე ფიქრები დრო გავა მეტყვი”იზრუნე თავზე, მე სულ სხვა მიყვარს და ვფიქრობ მასზე.”
ეს არ იქნება ჩემთვის ახალი ვიცი ოდესმე ამას გავიგებ თითქოს მკარნახობს ღმერთი მაღალი რომ ჩემს სიყვარულს ფეხ ქვეშ გაიგებ,
ერთ დღეს მოგართმევს ვინმე ბუკეტებს მოგეწონება თვალები მისი შენ დაინახავ მასში უკეთესს ვიცი რომ არ ვარ მე შენი ღირსი
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
849
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-29
|
| |