Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥

სიკვდილის ზღვარზე, სიცოცხლის ბოლოს,
მე მახსენდება განვლილი წლები,
მე მაგონდება ჩემი ცხოვრება
და მერე ვხვდები რომ მალე ვკვდები.
უცებ ვიხსენებ იმ მოგონებებს,
იმ მოსაგონრებს და მონაგონრებს,
რომელიც უკვე აქამდე მომდევს
და თავს სიკვდილის წინაც მაგონებს.
მოგონებები მოდის და მოდის
თვალებზე უკვე ცრემლები მომდის,
სიკვდილის ზღვარზე მე ცრემლიც მყოფნის,
აი, სიკვდილიც აქვეა მოდის.
მოგონებების მოგონებებით,
ტკბილი ამბების მასაგონრებით,
კიდევ ამბების მონაგონრებით,
გემშვიდობებით მოგაგონდებით.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 992 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


ისევ მიყვარხარ, ვაღიარებ, ისევ მიყვარხარ,
გულს ვერ ვუბრძანე, დავიწყება შენი ვერ შეძლო,
შენზე ფიქრები ისევ მპარავს მე ძილს ხანდახან,
რა ვქნა, მირჩიე, რომ მე უშენოდ სიცოცხლე შევძლო.
გაცრეცილ წარულს ვებღაუჭები შიშველ ხელებით,
მაგრამ დამღალა სიყვარულთან უაზრო ბრძოლამ,
ვერ გამიგია მინდა თუ არა წარსულს თან გაჰყვე,
განა აზრი აქვს საკუთარ თავთან ჭიდილს და ბრძოლას?
დღეები გადის, დრო არ ჩერდება, მიქრის უაზროდ,�
და ან ფიქრებში კიდევ ერთხელ გათენებულა,�
მინდა იცოდე, არც სიყვარული გამქრალა ჩემი�
და არც ტკვილი შენი დაკარგვის განელებულა.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 903 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


ზოგჯერ მინდება,გავამხილო მეც ჩუმი დარდი,�
ხანდახან მინდა,მხოლოდ ის ვთქვა,რაც მიხარია...�
ცად აგამაღლებ,თითქოს ახლა,დღეს შემიყვარდი,�
მაგრამ მიყვარხარ,მენატრები დიდი ხანია...�


კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 819 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


სიყვარულია,რომ აქცევს მოკვდავთ,�
კაცს ზეციერათ და ქალს ღვთაებათ.�
სიყვარულია ჩვენ რომ გვანიჭებს:�
სიბრძნეს,სიხარულს და უკვდავებას,�
სიყვარულია,ჯვარცმა,წამება,�
საღვთო კოცნაა,საღვთო ფიცია,�
შეყვარებულთა წმინდა სახელი,�
ანგელოზებმა ცაში იციან,�
სიყვარულია,ჩვენ რომ გვაცოცხლებს,�
სიყვარულია,რაც ცოცხლად გმარხავს,�
სიყვარულია,თვითონ ღვთაება�
და მას მოწილედ თვით ღმერთიც არ ყავს,�
თვით გოლგოთაზე ღმერთიც და კაციც,�
კაციც და ღმერთიც სიყვარულს აჰყავს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 922 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


ცა ლურჯი, ლურჯი...
ზღვა ლურჯი, ლურჯი...
მზე ოქროსფერი.
.....................
და ვერ გავიგე,
ზღვაა ცისფერი თუ ცა _ ზღვისფერი...

ცა ლურჯი, ლურჯი...
ზღვა ლურჯი, ლურჯი...
თითქოს ოცნებამ ვეება ფუნჯით
ლურჯად შეღება ზღვაცა და ზეცაც,
ფიქრიც და შენცა...
.................
ცა მუნჯი... მუნჯი,
ზღვა მუნჯი... მუნჯი,
ყველაფერი საოცრად ლურჯი...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1093 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


ეკლესიაში ნუ შეხვალ კენტად
და ნუ დადგები ხატის წინ მარტო,
თუ სიყვარულში არ გაგიმართლა,
ნუ ეკითხები იესოს რატომ?
ეკლესიაში ნუ შეხვალ სხვა დღეს,�
მარტო შაბათი ამოირჩიე,
თუ გიღალატა კვლავ გიღალატებს
ნუ ეუბნები ქრისტეს - მირჩიე!
ეკლესიაში იჯდება ქალი,
ხელ გამოცვდილი და მთლად ეული,
გულგრილად მაინც არ ჩაუარო
არ შეიზიზღო მისი სხეული,
ეკლესიამდე ნაბიჯი რჩება,
სანთლის შეწირვა შენი ვალია,
რად გამირბისო ღმერთს ნუ უჩივი,
დაფიქრდი იქნებ შენი ბრალია !!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 864 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


შენ ღვთის ფიქრი ხარ, ფუსფუსა ფიქრი
მაძიებელი ფიქრი კირკიტა.
გაბრუებული სკისაკენ მიჰქრი,
რომ დაიბადოს საქმე ფიქრიდან.
თუ ჩემი სიტყვა შენს ხვედრს გაიყოფს
მართლაც მქონია ქვეყნად სათქმელი,
იმაზე დიდი რა უნდა იყოს,
კაცს თაფლი მისცეს,
ღმერთს კი სანთელი.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 834 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 254 255 256 257 258 ... 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.