ზღვა ბობოქრობს... ზღვის ტალღები... გამალებით ქვიშალ ლოკავს...
ნაპირზე კი ტირიფები... დათოვლილი დევებს მოჰგავს...
ამ ატეხილ ქარ თოვაში... მოკუნტული ვდგფავარ ობლად...
არვინა მყავს ხმის გამცემი... და ვარ ჩემთვის ასე ოხრად...
ზღვა ბობოქრობს... კვლავ ტალღები... გამალებით ქვიშას ლოკავს...
მე კი მარტოდ გაყინული... ვზივარ ზღვასთან ფიქრთან ობლად...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
1259
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-29
|
|
ნეტავი, სულის პეპელა
ჩემს კარზედ ჩამოივლიდეს,
ღვთის საიდუმლოს მეტყოდეს,
მერე სულ ჩემთან ივლიდეს.
თავის ჭრელ ფრთებზე
შემსვამდეს,
ქვეყანას შემოივლიდეს...
მერე თუ მოვწყინდებოდი,
ცის კიდეს გადაივლიდეს.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
1715
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-29
|
|
მზე ამოვიდა ჩუმად, ჩუმად ჩავიდა მზე,
ჩუმად, ჩუმად და ჩუმად
თოვლი აცვივა გზებს...
ფიქრი თევზივით ცურავს,
სიჩუმე ნაპირს ხრავს,
ქარი არის და სულაც,
სულაც არ იღებს ხმას.
ნაკადულები სდუმან... და შორს, ძალიან შორს,
ჩუმად, ჩუმად და ჩუმად
ვიღაც გვირგვინებს ქსოვს.
დღე იკარგება წყნარად, -
დუმს, ყველაფერი დუმს
და გული ყვირის, მაგრამ
ვინ რას გაუგებს გულს?!
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
829
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-29
|
|
არა!-გრძნობები ადრე დაუცხრა
ადრე მოსწყინდა ქვეყნის ყაყანი
ხშირმა ღალატმა იგი დაღალა
მეგობრობისაც გაუწყდა ძალი...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
872
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-29
|
|
ცისკრის ჯამია...
ჩუმად ლოცულობს ღვთისმშობლის ხატთან ბაგე მონოზვნის,
უჩვეულოა მისი მზერა, სახე მგონია თვით ანგელოზის,
ნებით მომკვდარა წუთისოფლისთვის იგი ბოლომდის,
და ეწირება ზეციური ხილვის მოლოდინს...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
870
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-29
|
|
ზოგჯერ ორ ნაპირს აერთებს ხიდი,
ზოგჯერ ორ გულთან უჩუმრად მიდის
ხიდი ხიდია ბოლოს და ბოლოს
ყველა ხიდს ქვეყნად აქვს ორი ბოლი......
თუ ფეხი შედგი-გადი ბოლომე,
თუ გიყვარს-უნდა ეყმო ბოლომდე.
და თუ გძულს-უნდა გძულდეს ბოლომდე!
ჭეშმარიტება იწამე ერთი:
შუა ხიდზე დგომა ღალატია
კაცის და ღმერთის!
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
865
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-29
|
|
ოხ ღმერთ ნეტავ რატომ მოველი, ყოველდღე ბრძოლას და ამხედრებას?
რად მინდა ვიყო ავის პყრობელი და თან არასდროს გკადრო ვედრება?
რად ვერ დასცრება ვერც ერთი წუთით ჩემი მშფოტვარე გიჟი ცხოვრება?
რით ვერ ვისწავლე რომ სიყვარული მხოლოდ ბრძოლაში არ იბადება...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
775
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-29
|
| |