სული დამიმძიმდა, გული დამიმძიმდა, რადგან ვერ ვისრულებ იმას, რაც მე მინდა... უსაზღვროდ მენატრები, მზემდე მიყვარხარ, მინდა შენთან ვიყო, მაგრამ შორსახარ... ნეტავ, მეღირსება კიდევ ერთხელ გნახო?! ნეტავ, მეღირსება ისევ ჩაგეხუტო?! უზომოდ მენატრები, ქუჩებში მელანდები, გადის დღეები და მხოლოდ შენ მედარდები... ფიქრებში მიზიხარ... მე შენ ვერ გელევი... უსაზღვროდ მიყვარხარ და შორიდან გეფერები..
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
896
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-29
|
|
v
დახუჭე თვალები დახუჭე... სინათლე ყველაფერს აფუჭებს... სიბნელე მათრობს და მაჩუმებს... არ გინდა?...სიცოცხლეს გაჩუქებ... თვალებზე შეგახებ ცხელ ტუჩებს... ეს კოცნა ტკივილებს აყუჩებს... გთხოვ შენი თვალები მაჩუქე.. და შენი თითები მაჩუქე... და შენი სიზმრები მაჩუქე... და შენი ალერსი მაჩუქე... უგონო წუთები მაჩუქე.. დილა...და საღამო მაჩუქე... და ამ ყველაფრის სანაცვლოდ... დარჩენილ სიცოცხლეს გაჩუქებ... დახუჭე თვალები დახუჭე..
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
867
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-29
|
|
ფურცელის ნაგლეჯზე უსიცოცხლო სიტყვას ეძინა, გულს უეცარი მარტოობა ძლიერ ეწყინა გულის სიღრმეში მონატრების ისმოდა გლოვა, მოგონებები ჩურჩულებდნენ ელოდე მოვა.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
916
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-29
|
|
თოვლს თუ მესვრი მიდი რაღას აყოვნებ?! თოვლის გუნდას გულიც გამოაყოლე, შემცივდება? შენი ეშხით გავთბები, გაკოცებ და მეც თოვლივით დავდნები!...=))
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
759
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-29
|
|
მან მიატოვა პატარა გოგონა, მერე მოვიდა მითხრა, შენ მიყვარხარო და შენთან ერთად ბედნიერება მინდა. მე კი პასუხად არა ვუთხარი რადგან ვერ ვიტან იმ ვაჟს, ახლა გაიგებს თუ როგორია, რომ მიგატოვებს ვიღაც. უცებ შეებრალა პატარა გოგონა, სასწრაფოდ ეძებს ბინას, იქ კი ეტყვიან რომ იმ გოგონას ახლა საფლავში ძინავს. ბიჭს მოეძალა ცუდი ფიქრები ვეღარ მიმხვდარა რა ქნას, მიდის საფლავთან და სიმწრით გულზე მუშტით დააყრის მიწას. –ნუთუ ძვირფასო ჩემი ბრალია რომ მიგაბარეს მიწას? ახლა ცოცხალი დავიარები მაგრამ მკვდარი მაქვს გული, გთხოვთ არასოდეს არ მიატოვოთ ქალის სათუთი სული.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
872
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-29
|
|
აკი მითხარი ღმერთი არ მწამსომაშ რა გინდოდა სვეტიცხოველშიაკი მითხარი არვინ მიყვარსო,მაშ რად ცურავდი ცრემლის მორევშირად დაუჩოყე ხატებს ძვირფასორატომ აანთე წვრილი სანთელივისზე თქვი ღმერთო ძლიერ მიყვარსოიმ ბედნიერის მითხარ სახელი..
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
1033
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-29
|
|
რამ მომიყვანა ახლა ვფიქრობ ტაძარში მარტო, მე ხომ უშენოდ აქ არასდროს არ მილოცია, ყველა ხატის წინ დაგვინთია წმინდა სანთელი და ყველა ხატი სათითაოდ დაგვიკოცნია, მოვედი ალბათ იმიტომ რომ შენ გაგიხსენო მოვედი ვუთხრა ღვთისმშობლის ხატს ჩემი სათქმელი, რომ დღეს აღარ ხარ ჩემთან ერთად,მოვედი მარტო და ორის ნაცვლად აინთება ერთი სანთელი, შენ ყველას უსმენ,შენი ხმა კი არავის ესმის, ერთი თხოვნა მაქვს ღვთისმშობელო მომისმენ ალბათ მიეცი ძალა შენს ხატის წინ დაჩოქილ წყვილებს, რომ არ დაინთოს შენს ხატის წინ სანთელი ცალად!
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
1061
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-29
|
| |