თუკი ეულად იგრძენი თავი,თუ გულში ისევ გაივლე სევდა,გახსოვდეს ქვეყნად რომ არის ქალივისაც უყვარხარ ყველაზე მეტად,თუ დაუბერა სამხრეთის ქარმა,თუ იალქნები დაგიცვდა ზღვაში,არ დაივიწყო რომ ერთმა ქალმაშენ არასოდეს გაგცვალა სხვაში,თუ ბედისწერას მიაყრი ფარხმალს,იღბალს ტყუილით აუხვევ თვალებს,ქალი არასდროს გატეხავს მარხვასქალი ყოველთვის აგინთებს სანთელს,თუ მიგატოვა ერთგულმა მუზამ,თუ საბოლოოდ დაკარგავ იმედსის გაიხსენე, ის ვისი სუნთქვაცისევ ჰაერით აგივსებს ფილტვებს,
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
886
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-29
|
|
ძნელია როცა ტირილი გინდა, ძნელია როცა ტირილს ვერ ბედავ, ძნელია როცა სიცილი გინდა და ამ სიცილის მიზეზს ვერ ხედავ,
ძნელია როცა შენ გული გტკივა,
რომ ვეღარა გრძნობ ვერავის სითბოს, ძნელია როცა ხელებზე გცივა და ამ ცივ ხელებს არავინ გითბობს, ძნელია როცა თვალები სველია არ გაძინებენ გინდება გლოვა, ძნელია როცა ვიღაცას ელი და თან იცი რომ ის აღარ მოვა...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
1067
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-29
|
|
...
წითელ ვარდებში გადაშლილი თეთრი ვარდი ხარ
მაგრამ შენ მაინც მოწყენილი, რატომ დადიხარ?
დარდი არ გშვენის ჩემო კარგო ქვეყნის თვალი ხარ.
მზე იმალება,რომ შეგნიშნავს განზე გადიხარ.
ყველა გზას გითმობს,ვინც შეგხვდება რა ლამაზი ხარ
შენ ხომ ვარდებში გადაშლილი თეთრი
ვარდი ხარ
ლამაზმანების
უნაზესი დედოფალი ხარ!
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
1496
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-29
|
|
სიყვარულისთვის ეს ცხოვრება ისე ცოტაა, უშენოდ ფლანგვა ამ დღეების ალბათ ცოდვაა.
თუ ეს ცხოვრება უშენობის წუთებს მპირდება, მაშინ იცოდე, ეს ცხოვრება აღარ მჭირდება.
Te quiero .
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
814
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-29
|
|
...
სულ მელანდები და ვერ ვხვდები რა მემართება,
რად ამედევნა აჩრდილივით შენზე ფიქრები...
იქნებ ღიმილი, მწველი მზერა, ხმა მენატრება,
ალბათ მჭირდები, უსაშველოდ, ძლიერ მჭირდები!
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
868
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-29
|
|
როცა დრო იყო მასზე არ ვფიქრობდი,
თითქოს არ მიყვარდა, თითქოს არ მხიბლავდა.
მე თითქოს უხილავ ცეცხლში ვიწვოდი...
დავშორდი...
მივხვდი, რომ გიჟივით მიყვარდა..
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
878
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-29
|
|
არ მიყვარხარო, არა, მაგრამ რა ვუყოთ თითებს? იმ ხელს, რომელიც თრთის და მოფერებასაც ითმენს....
არ მიყვარხარო, არა, მაგრამ მაგ თვალთა კრთომა? პატარა ბავშვიც ჰპოვებს იმათში სითბოს თოვას...
ძვირფასო, რად ხარ მკრთალი?.. ძვირფასო, ხომ არ გცივა?... ხომ არ შეგემთხვა ავი და გული ხომ არ გტკივა...
გულში დამალავ გრძნობას, ჩააქრობ ტრფობის ალებს, მაგრამ რას უზამ თითებს?.. თვალებს....რას უზამ თვალებს?....
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
732
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-29
|
| |