11:06 AM აივანი | |
დიასახლისო და დედაო მოგონებათა, ო,შენ ხარ ჩემი სიხარული!რაც სულს უყვარდა, რის გახსენებაც დღევანდლამდე ჩემს სულს ემართა კვლავ გამოიხმე,რომ საღამო თრთოდეს ბუხართან, დიასახლისო და დედაო მოგონებათა. საღამოების ნაკვერჩხლების შუქზე გიზგიზი და სიზმარივით ვარდისფერი ნისლი აივნის. გული კეთილი და შიშველი მკერდის კისკისი! კიდევ სიტყვები,უგზო-უკვლოდ რომ არ ჩაივლის, საღამოების ნაკვერჩხლების შუქზე გიზგიზი. რა შეედრება მზის დაისებს,ასე ზღაპრულებს! ცა რა ღრმა არის!შენ გეკუთვნის,არავისია! შენსკენ გადმოხრილს,დედოფალო,მე რომ მაბრუებს დამათრობელი სურნელებით,შენი სისხლია! რა შეედრება მზის დაისებს,ასე ზღაპრულებს! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |