ბევრი იმედი გაწბილდება, ბევრი ოცნება გაცივდება... მაგრამ არასდროს არ გცილდება - ქალი, რომელიც გიყვარს. ხანდახან ყოფნა გაძნელდება, და სიმარტოვე გაგრძელდება... მაგრამ არასდროს არ გბეზრდება - ქალი, რომელიც გიყვარს. წლებმა იციან გამეტება, სულს ბინდისფერი დაედება... მაგრამ არასდროს არ ბერდება - ქალი, რომელიც გიყვარს. თურმე სიცოცხლე ხანმოკლეა, მალე ბალახი მოგედება... მაგრამ არასდროს არ მოკვდება - ქალი, რომელიც გიყვარს.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
821
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-29
|
|
ყველაზე ლამაზი სიჩუმე ყოფილა, სიჩუმე არაფრის მთქმელი, ყველაზე ლამაზი ოცნება ყოფილა ოცნება სათქმელად ძნელი, ყველაზე ადვილი ლოდინი ყოფილა, შეხვედრა ყველაზე ძნელი, ყველაზე ადვილი სიკვდილი ყოფილა ცხოვრება... ძალზე ძნელი .
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
1345
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-29
|
|
მე ვარ სევდიანი მხატვარი, და გამოვხატავ გრძნობას, ტონით დაბალით, შევყურებ შენს უძველეს სურათს, მის გარშემო, ყველაფერი ბრუნავს.
ნელა ვიზრდები და გრძნობებიც მგუდავს, ბოლს გამოვუშვებ და მძიმედ ვსუნთქავ. შენ შემოგყურებ, და ვფიქრობ ჩუმად, შეცდომებს ვუშვებ ძალიან ბრძნულად.
შენს სურათს ვხატავ, გიხსენებ მუდამ� მე შენ მიყვარხარ, ასეა სულაც რომ დამივიწყო შენს სურათს ვხატავ, მე მას შევყურებ, გიხსენებ მუდამ�
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
1055
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-29
|
|
შეყვარებული ხარ? ალბათ გიყვარს ვინმე
ჰო და ჩემო კარგო კარგად მომისმინე... შენ თუ შეიყვარებ, მხოლოდ აგრძნობინე, ძალიან თუ გიყვარს ნუ შეატყობინებ. იცი ჩემო კარგო რატომ ვამბობ ასე? სიძულვილით არის კაცის გული სავსე, შენ თუ დააჯერებ რომ იმისთვის ხარობ, გაიფიქრებს, ალბათ მასზე კარგი ვარო.... და გაივლებს გულში: ,,რატომ შევიყვარო? ჩემზე ნაკლებს თავი რატომ მივადარო?" და შენს ლამაზ თვალებს მოარიდებს მზერას, რადგან შენი ტრფობა, დიდად შეიფერა
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
817
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-29
|
|
ზოგჯერ მინდება,გავამხილო მეც ჩუმი დარდი, ხანდახან მინდა,მხოლოდ ის ვთქვა,რაც მიხარია... ცად აგამაღლებ,თითქოს ახლა,დღეს შემიყვარდი, მაგრამ მიყვარხარ,მენატრები დიდი ხანია...
სასმისს გამოვცლი შენი წასვლის აღსანიშნავად, ვიტყვი,რომ მძულს ის,რაც კი შენთვის ამიტანია... მაგრამ სიტყვებით თუ ვიცრუებ,რა შეიცვლება? ვერ შეგიძულებ,ამას მივხვდი დიდი ხანია...
ვიცი,ერთხელაც დაბრუნდები,სიყვარულს მომთხოვ... ოდესღაც შენი,იმ დროს უკვე სხვისი ვიქნები, მაგრამ აღდგება თითქოს მიწამიყრილი გრძნობა და ისევ შენით გაიღვიძებს ჩემი ფიქრები...
ისევ შევიცნობ გაზაფხულის მშვენიერებას, ისევ იმგვარად აძგერდება გული თავიდან... და საუკუნოდ მეყვარები ისე ძლიერად, როგორც მიყვარდი ჩვენი ტრფობის დასაბამიდან
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
1224
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-29
|
|
"ჩემი ცხოვრება სავსეა შენი სუნთქვით და თვალების ფერით, თმებით, ტუჩებით, ალერსით, მზერით, ჩემი არსება სავსეა შენით, ჩემი დღეები სავსეა თმენით, ჩემი სისხლხორცი მზითა და რწმენით, მხრებით, მკლავებით, თვალებით, ყელით, ჩემი არსება სავსეა შენით, ჭორით, ოცნებით, იჭვნეულ სენით, ტყუილით, მართლით, ბოროტი ენით, ზღვა სიყვარულით, პატარა წყენით, მთელი სიცოცხლე სავსეა შენით, ასე მგონია მე შენით ვცოცხლობ, ასე მგონია ვსულდგმულო შენით შენით..."
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
960
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-29
|
|
ფიქრი – იმღვრევა, ნისლი – იმქვრევა, ცხოვრება – ირევა წამში, დავდივართ, დავეძებთ, ვპოულობთ და ვკარგავთ ცხოვრების თნამგზავრს ხალხში, გეძებდი... გიპოვე... და ისევ დაგკარგე, თითქოს – არ იყავი ის კაცი... და ისევ... ფიქრები – აიმღვრა, ნისლები გაქრა და... ცხოვრებაც აირია წამში.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
823
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-29
|
| |