Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥

მთვარიან ღამით ჩემს გულში დარდით,
რატომ ჩერდება ჩემს ფიქრში გავლით,
ან მე რად მერჩის ვინ ვარ მე ხავსი,
სხვა ადამიანთ რად არ სდევთ ტანჯვით.
რით შევაგონო ხალხს სევდა ჩემი,
რით განვამტკიცო მე აზრი ჩემი,
ნაწილსა სევდის მე ვიტყვი ლექსით,
ნაწილსა ალბათ იტყვიან სხვებიც.
აქ ჩავატიე ამბავი ვრცელი,
რომ დაიბინდა გონება ჩვენი,
ადამის მოდგმას გამხმარ აქვს ფესვი,
ამ ჩვენი ცოდვით კი ხარობს გველი.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 876 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


მე შენ მიყვარხარ ვერ გეტყვი რატომ
მე შენ მიყვარხარ არ ვიცი რისთვის
მე შენ მიყვარხარ ძლიერ და მარტო
მე შენ მიყვარხარ რისთვის ან რატომ?
ამ კითხვას ჩემს თავს ათასჯერ ვუსვამ
მაგრამ პასუხი დღემდე არა მაქვს
მე შენ მიყვარხარ ალბათ იმისთვის
რომ სიყვარულმა ასე დამჩაგრა
არვიცი ჩემზე საერთოდ ფიქრობ
ჩემზე ფიქრებით როდესმე გღვიძავს
ანდა როდესმე ატირებულხარ
იმისთვის რასაც მე შენთვის ვიზამ
მე კი ყოველდღე შენ მახსენდები
შენზე ფიქრებით იწყება დილა
გისურვებ ულევ ბედნიერებას
შენს ცხოვრებაში წყნარად და მშვიდად
ვიცი რომ ჩემი შენ ვერ გახდები
შენი ფიქრები სხვაგან დაჰქრიან
შენი გული კი სათივით ძგერს
და ფარულ ვნებებს ჩუმად აღვიძებს
ეს ის გრძნობა რომელიც შენზე
ძალიან არის შეყვარებული
ეს ის გრძნობა რომელიც მუდამ
შენი მზერით არს დატყვევებული
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1306 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)



დღე, დღეს მისდევს
ღამე, ღამეს, ფიქრი, ფიქრს
და წამი წამს.
თვალზე ცრემლი მომადგება

ფიქრი შენსკენ წამიყვანს,
ღმერთს ვავედრებ ჩვენს სიყვარულს,
გული ჩუმად ატირდა,
ამ სიყვარულს გეფიცები

მე შენს მეტი არვინ მყავს,
ჩუმად ისევ მოვალ შენთან
სიზმრრად გეტყვი მიყვარხარ
მერე ჩუმად გაგეცლები.

და შენ მე ვეღარ მნახავ
ვიცი ალბათ ოდეს გნახავ,
ოდეს ისევ შევხვდებით,
შენ კი გვერძე ჩამიქრომებ.

და არც კი შეჩერდები
რადგან შენს გულს
სულ სხვა უყვარს და
უკვე სულ სხვას ეტრფი

მე კი შენ არც გახსოვარ
და აღარც გესიზმრები.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 830 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)



ან მიატოვა პატარა გოგონა,
მერე მოვიდა მითხრა,
შენ მიყვარხარო და შენთან ერთად 
ბედნიერება მინდა.
მე კი პასუხად არა ვუთხარი რადგან ვერ ვიტან იმ ვაჟს,
ახლა გაიგებს თუ როგორია,
რომ მიგატოვებს ვიღაც.
უცებ შეებრალა პატარა გოგონა,
სასწრაფოდ ეძებს ბინას,
იქ კი ეტყვიან რომ იმ გოგონას ახლა საფლავში ძინავს.
ბიჭს მოეძალა ცუდი ფიქრები
ვეღარ მიმხვდარა რა ქნას,
მიდის საფლავთან და სიმწრით გულზე 
მუშტით დააყრის მიწას.
–ნუთუ ძვირფასო ჩემი ბრალია რომ მიგაბარეს მიწას? 
ახლა ცოცხალი დავიარები მაგრამ მკვდარი მაქვს გული, გთხოვთ არასოდეს არ მიატოვოთ ქალის სათუთი სული

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 757 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

დღეს,მარტოობაც და ცხოვრებაც იისფერია,
გაფანტულ ფოთლებს,კვლავ აცეკვებს ლამაზად, ქარი.
დღეს მისი მზერა,გამჭირვალე მინისებრია.
საოცარია,ფიქრებისგან დაღლილი ქალი.
თითქოს,სიყვარულს ელოდება ფოთოლთ შრიალში.
თუმც,სიყვარულის წაიშალა ყოველი კვალი.
ის,მარტოობამ შეიყვარა ყველაზე მეტად
  და ოქტომბერში,მარტოობამ დასწერა ჯვარი.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1221 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

You live to love.
You love to give.
You give your love.
Your love is big.
Your big heart smiles.
Your smile is bright.
blinds.
You're blind to spite.
Your brightness You spit at hate.
You hate to cry.
You cry to love.
Your love is fate.
Your fate is real.
You really try.
You try to love.
To love, you'd die
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 871 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


წვიმდა სადღაც,
მერე ცრემლი მოიწმინდა ცამ...
მწყინდა რაღაც,
შენგან მწყინდა...ვერ გაიგებ რა...
ყრიდა ქარი ფოთლებს ხიდან,
აღარ ჩანდა გზა,
მღლიდა-ალბათ შენზე ფიქრი,
რა დამღლიდა სხვა.
მინდა,ისევ ოცნებების
გადავცურო ზღვა,
იქ, ნაპირზე მელოდება
შენ კი არა... სხვა
მინდა,მინდა რაღაც გითხრა,
ვერ გავბედე თქმა,
როგორ მინდა სანატრელი
კვლავ მესმოდეს ხმა!..
წვიმდა სადღაც,
მერე ცრემლი მოიწმინდა ცამ...
მწყინდა რაღაც,
შენგან მწყინდა ...
მეც ვერ მივხვდი რა.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 784 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 244 245 246 247 248 ... 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.