Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 30 » დარჩები?
6:30 PM
დარჩები?

ცრემლების მორებს მოვაგორებდი
მე შენს ლოყაზე,
მოვათრევდი ტკივილის ლოდებს.
დრო გამოშვებით ვისვენებდი შენს წამწამთ ჩრდილქვეშ.
დაფლეთილ ხელით, ნატკენ მკლავებით
გულს ვიხუტებდი მიბნედილ მზერას.
ქარიშხალივით მოვარდნილი შენივე სუნთქვა
ჩადგა ჩვენს შორის.
შენ თვალებიდან გადმოკიდე
ცრემლის ძაფები მდინარეებად.
მე მოვაპობდი სიცარიელეს,
თავაწყვეტილი მივქროდი სადღაც და დამაგვიანდა.
შენ ახლა ცისფერ კუბოში გძინავს.
მე შავი ფერი ვარ
და შენს სახეზე ვცეკვავ.
მე ახლა სისხლის წვეთი ვარ
და შენს კაბაზე ვცხოვრობ.
ამ შეშლილ და მილეულ ღამით
ფეხაკრეფით მივეპარები
შენს დაღლილ და მძინარე თვალებს.
მოგპარავ უცოდველ სიზმრებს,
ბალიშის ქვეშ რომ მალავ.
კართან დაგიტოვებ მარადისობას
და ყოველ დილით ოთახში დაგვხვდება
ჩემი დაწნული, ნატიფი დილა.
მკერდზე მიგიკრავ, როგორც სითეთრეს.
მეყვარები მაისის მსგავსად.
ჩემი იქნები?
დარჩები?
გეყვარები?
მე კი დავთვრები შენი თმების კოცნით,
გამუდმებით მეყვარები, როგორც მზე.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 855 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.