Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 30 » უსიყვარულოდ გადავირევი
6:39 PM
უსიყვარულოდ გადავირევი


უსიყვარულოდ გადავირევი,
დარდი მაწუხებს შენებრ კარგების,
ხან მოვარდები როგორც ირემი,
ხან იასავით დამეკარგები...

მოგიტაცნია ღიმი ფრესკიდან,
დაუწყევლიხარ ვინმე ასურელს,
შენი თვალების ეშხი შეშლიდათ,
ორბელიანთა ზვიად ასულებს...

ჯვარს დაიწერდა შენზე გოეთე,
გალაკტიონი დასთმობდა მერის...
შენ მოგიძღვნიდნენ ძვირფას სონეტებს,
ჯორჯ ბაირონი, შექსპირი, შელლი...

დღეს სიყვარული მართლა რა არის,
ხვალ კალმოსნები დაჰყრიან კალმებს,
მხოლოდ მე ერთი, როგორც არავინ,
ისევ გიკოცნი მაგ ლამაზ თვალებს!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1042 | დაამატა: admin | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.