Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥

მე მოვალ შენთან, გაზაფხულის წვიმას მოვყვები...
მარტის სიგიჟეს, მონატრებას გავანდობ შენსას,
შევიპარები შენს ოთახში ლურჯი იებით,
და მიტოვებულ ჩემს სიყვარულს დავუწყებ ძებნას...

მოვალ დაღლილი, გათანგული, ფიქრით და ლოცვით,
დახეთქილ კვირტებს დავკრიფავ და მოვიტან შენთან,
დაფეთდებიან ალიონზე ხეები მარტის,
და გულწასული მონატრება მომიყვანს შენთან...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1028 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-31 | კომენტარი (0)


გრძნობის არტერია ტკივილს ემონება...
ფიქრი ეჭვნარევ ქარიშხლებს მაყრის
ნუ მკოცნი! ვიღაცას რაღაც ეგონება..
ნიღაბს ჩამოიგლეჯს და ჭორებს აყრის...


ალუბლის ტოტებს შეარხევს ბგერა
შენს გულს საჩემოდ რომ ექარგება,
შიგ შემოღწევის მე დღემდე მჯერა
და თუკი კვალი დამეკარგება...


მაშინ დამტოვე, (ვინ გაგამტყუნებს?!)
და მეც გავქრები წარსულის სიტკბოდ
თან გავიყოლებ ეშმაკურ თვალებს
და შენებური ღიმილის სითბოს...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 984 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-31 | კომენტარი (0)


დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა
მხოლოდ ვიცი რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა
ხატების სევდას,ფრესკების სევდას,
რომლებსაც ძველი ეკლესიის კედლებზე ვხედავ
დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა
მხოლოდ ვიცი რომ მსგავსი თვალები
არ უნდა ჰქონდეს სხვას არავის ხატების გარდა
დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა
ასე მგონი თუ ინებეს შენმა თვალებმა
ვით წმინდა სანთელს, ცაში ვარსკვლავს აგინთებს ახალს
მე შემოგწირავ ყოველივეს დაუნანებლად
მაგრამ დაჩოქილს შენს წინაშე ვერასდროს მნახავ.
დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა
მხოლოდ ვიცი რომ მსგავსი თვალები
არ უნდა ჰქონდეს სხვას არავის ხატების გარდა
დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 938 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-31 | კომენტარი (0)


მე მიყვარს შენი სურნელი კანის
მე მიყვარს შენი სიწმინდე აზრის
მე მიყვარს შენი ციმციმი თვალთა
მე მიყვარს შენი მიმოხვრა ტანთა
მე მიყვარს შენი წარბი, წამწამი,
მე მიყვარს შენი სულის კამკამი,
მე მიყვარს გული აღვსილი გრძნობით
და მიყვარს ტუჩნი დამტკბარი კოცნით
მე მიყვარს შენში თვისება ყველა
მე მიყვარს შენში ნარნარი ფერთა
მე მიყვარს შენი სხეულის სიტკბო
და შენს დიდ გულში ჩამდგარი სითბო
მე შენ მიყვარხარ მთლიანად, ერთად
მე შენ მიყვარხარ ხვალაც და დღესაც
მე შენ მიყვარხარ წვიმაშიც, ქარშიც
მე შენ მიყვარხარ სიზმარშიც ცხადშიც
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1113 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


ხელს ნუ ჩაიქნევ!
ადამიანებს, ხშირად დაგვდევს ბედის დაცინვა,
ეს ირონია,მეგზურივით აგვედევნება,
წაქცეულები, გზად გამვლელებს ვებღაუჭებით-
და ბოლოს ქვა კი...უფრო ხშირად...იმათგან გვხვდება!...
ხელს ნუ ჩაიქნევ...თუ წაქცეულს ფეხი დაგადგეს,
ეცადე მაინც...თავად შეძლო ფეხზე დადგომა,
თორემ...სიბრალულს მათხოვარიც წუთით მიიღებს,
ამ წუთის იქით...რომ აღარც კი გემახსოვრება!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 914 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


ორშაბათს გოგონა გავიცანი,
გოგონა ნახატი ყალმისანი,
მისი ტუჩები და დალალები სამშაბათს,
გამიხდა საფიცარი.

ოთხშაბათს წერილი გავუგზავნე,
და თავს მოსაკლავად ვიმეტებდი,
ჩემი ფიქრები გავუმხილე,
ჩემი ეჭვები და იმრდები.

ხუთშაბათს პასუხი მომივიდა,
ვაიმე ბედო უკეთურო,
დაბერებულხარო გნოლივითა,
ცოლ-შვილს მიხედეო უბედურო.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1021 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


დამხატე... დამხატე,
ოღონდ ნუ დამხატავ ასე სევდიანს.
შემილამაზე მარტოობა მხიარულ გრიმით.
შემომაძარცვე ეს ავბედითი მელანქოლია.
თორემ უსაზღვრო ძალა უნდა ბუნებრივ ღიმილს.
დახატე ზეცა...
ოღონდ თეთრი მოსაწყენია.
დახატე სივრცე...
ოღონდ ლურჯი აღარ დახატო.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1190 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 231 232 233 234 235 ... 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.