Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥
 

ზღვის პირად
პატარა ბავშვის ტერფების კვალი
ნამიან სილას ზღვის პირად აჩნდა,
მე თითქოს წამით ამეხსნა თვალი,
და ის დღე ვიგრძენ იდუმალ ძალით.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 701 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-01-06 | კომენტარი (0)


ნეტავ შენი პერანგის ღილად გადამაქცია,
ღვინო გავხდე წითელი, ჭიქაში ჩამაქცია,
ამიღებდი, დამლევდი, სულში ჩაგეღვრებოდი,
ჩემით დათვრებოდი და ფეხზე ვერ დადგებოდი...

ნეტავ შენი სარკმელის ფარდა ვიყო, შრიალა,
ნეტავ შენი კარების ზარი ვიყო, წკრიალა
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 674 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-01-06 | კომენტარი (0)


-მაკოცე რა..
-თავი დამანებე..
-ჩამეხუტე რა..
-თავი დამანებე..
-აღარ გიყვარვარ?


კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1774 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-01-02 | კომენტარი (0)


შეჩერდი, ხელი მომეცი და დაიფიცე!
დაიფიცე, რომ თუ გადმოვხტები-დამიჭერ,
თუ გავბრაზდები-მომეფერები,
თუ ვიტირებ, თვალებში მაკოცებ..


კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1656 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-01-02 | კომენტარი (0)


ღამის ფიქრებს ფიქრები ჩუმად ემატებოდა.
არ ვიცოდი ვინ ან რა რატომ მენატრებოდა.
სად ვიპოვე? სად შევხვდი? და საით გამქცევია
დაუძინარ სიზმრებად რატომ გადამქცევია.
რწმენის წმინდა სანთლები ვისთვის მიშუქებია
და ეს გული უსიტყვოდ ვისთვის მიჩუქებია.
მარტოობით დაღლილი თვალებს რისთვის ვისველებ
ვის ვპოულობ? ვის ვკარგავ? ვის ვეძახი? ვის ვეძებ?
გრძნობა იყო თუ არა, ასე რატომ განვიცდი.
მეყვარება? თუ მიყვარს? მიყვარდა კი? არ ვიცი.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1008 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-31 | კომენტარი (0)


ჩემი მონატრება-როგორც წვიმის წვეთი,
სულში გავწურე და ხეზე ჩამოვაწდე.
ეკლით გადაბურდულ ვდგევარ უღრან ტყეში,
ვინმე სულიერის ქოხს რომ გადავაწყდე...

ეს ის ტკივილია,ზღვა რომ აგიღელვე,
ეს ის თვალებია, სულ რომ წყლიანია.
არა,არ მინატრო,არა, შემოგევლე,
აწი ვეღარ მოვალ ,უკვე გვიანია!

ჩემი ზღაპარიც ხომ ასე დაიწყება;
"იყო და არ იყო...დიდხანს იარაო..."
თუ კი ამ ცხოვრებას ჰქვია "ს ა ო ც რ ე ბ ა",
-თითქოს მიცხოვრია, მართლა კი არაო.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1583 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-31 | კომენტარი (0)


სამოსი სველი ქრება უკვალოდ
ლამის ცას მიწვდეს მიეალერსოს...
შურია, ზიზღი, ისევ ბრაზდება
შეშლილი სახით რითმებს აწვება.
ჩუმად იყავით!_ მოდის სატანა_...
ცეცხლია ირგვლივ, ჯდება სატანა...
დროის იმედით სიკეთეს ელის,
ფურცელი ხელში, გეგმებით სველი
ხვალის სიკეთე მოკვდავის წერით.
წარსულის ცოდვებს იწერს სატანა
ქულებს იწერდა თმაში ჭაღარა.
გეგმა პირველი: _ ივიწყებს წარსულს,
გულის სიღრმეში გონებას ართობს...
ამას მოყვება მომავლის გეგმა
ხვალ ისევ მოხუცს ჩაუგდებს ხურდას,
აღარ დასცინებ უაზრო ფიქრებს,
მოხუცს ხელით სახლამდეც მიყვეს,
იქნებ ამით ზეცასაც მიწვდეს...
გეგმა გრძელდება:_ ტაძარი ჩნდება,
ლოცვის კითხვაში იღლება ენა
გულის სიღრმეში ეშმაკი ღელავს
ჩვენი ცოდვებით ეშმაკი ხედავს
ცეცხლის ბზარებით ებმება ენა.
საამაყოა ხალში სატანა....
ლოცვის კითხვაში ტოვებს თანდათან,
ბოდიშს იხდის და მოხუცს მიყავს,
უფლის წინაშე მადლობას წირავს
ცინიკურობა ცხოვრებას რითმავს....
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 868 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-31 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 230 231 232 233 234 ... 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.