Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 30 » გჯეროდეს!
6:53 PM
გჯეროდეს!

ხელს ნუ ჩაიქნევ!
ადამიანებს, ხშირად დაგვდევს ბედის დაცინვა,
ეს ირონია,მეგზურივით აგვედევნება,
წაქცეულები, გზად გამვლელებს ვებღაუჭებით-
და ბოლოს ქვა კი...უფრო ხშირად...იმათგან გვხვდება!...
ხელს ნუ ჩაიქნევ...თუ წაქცეულს ფეხი დაგადგეს,
ეცადე მაინც...თავად შეძლო ფეხზე დადგომა,
თორემ...სიბრალულს მათხოვარიც წუთით მიიღებს,
ამ წუთის იქით...რომ აღარც კი გემახსოვრება!
ხელს ნუ ჩაიქნევ...თუ სიკეთეც მტრად მოგიბრუნდა,
მადლის სანაცვლოდ, თუ ბალღამი შემოგაჩეჩეს,
გჯეროდეს!...სადღაც არის...ვიღაც, უფრო ძლიერი-
აი, იმასთან არაფერი დაგეკარგება!
ნუ ატირდები!...იმ იმედით, რომ ცრემლს მოგწმენდენ,
ვიღაცა მოვა...და დაურგავს შენს სულს ყვავილებს...
იმ ვიღაცასაც...თუ სისუსტე არ დაანახვე,
გაგეცლება და...იმ ცრემლებზეც ცრემლს დაგიმატებს!

P.S.
გჯეროდეს! სადღაც...არის ვიღაც უფრო ძლიერი-
აი, იმასთან არაფერი დაგეკარგება!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 873 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.