12:16 PM * * * | |
გრძნობის არტერია ტკივილს ემონება... ფიქრი ეჭვნარევ ქარიშხლებს მაყრის ნუ მკოცნი! ვიღაცას რაღაც ეგონება.. ნიღაბს ჩამოიგლეჯს და ჭორებს აყრის... ალუბლის ტოტებს შეარხევს ბგერა შენს გულს საჩემოდ რომ ექარგება, შიგ შემოღწევის მე დღემდე მჯერა და თუკი კვალი დამეკარგება... მაშინ დამტოვე, (ვინ გაგამტყუნებს?!) და მეც გავქრები წარსულის სიტკბოდ თან გავიყოლებ ეშმაკურ თვალებს და შენებური ღიმილის სითბოს... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |