Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥

ისევ გაწვიმდა გამთენიისას,

ცრის ციდან ლურჯი წვიმის წვეთები,
საუცხოოა აქ სურნელება
მაშინ, როდესაც ბეღურებს ელი.
არ წყდება წვიმა, უფრო უმატებს,
იმნაირად, რომ ცა ჩამოიქცეს
თუმც თქეში არის, მაგრამ არ გცივა
და ხვდები მალე - გაიმაისებს!
აქ სუნთქვა უფრო ადვილი არის,
როცა სარკმლიდან შენ მეგებები
ლოიალური იერი გმოსავს
თუმც ერთმანეთს არ შევეფერებით.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1173 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-02-26 | კომენტარი (0)


თუ გახსოვს, ხშირად გალოდინებდი,

გეკარგებოდა მოსვლის იმედი;
მე კი შორიდან გითვალთვალებდი,
ტუჩებს სიბრაზით როგორ იკვნეტდი.

მე მახარებდა შენი ჩივილი,
შენი ბუზღუნი და საყვედური.
ჩრდილში, ხეებთან იდექ ჩრდილივით,
მართლაც ჩრდილივით ჩემი ერთგული.

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 870 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-02-26 | კომენტარი (0)


ღრუბლებს გამეტებით

ისევ ეწვიმებათ,
დროის ხანგრძლივობას
ვჩივი მორიდებით.
ვიცი, ერთ საღამოს
ცეცხლთან დავსხდებით და
ჩემზე სულ ყველაფერს
ჩუმად მოგიყვები.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 894 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-02-25 | კომენტარი (0)


ისევ წლევანდელი ზამთრის საღამოა,

ისევ ჩურჩულებენ ცეცხლთან მეზობლები.
ჩვენი სიყვარული, ალბათ, არ გამოვა?!
მართლა არ ვიცი და... მაინც ველოდები...

ღუმელს მივუჯექი გუშინდელივით და
რწმენას ჩავაფრინდი თმაში გაგიჟებით.
გულმა შეგატყო, რომ მართლა შეგეშინდა,
ალბათ, ახლა უფრო ძვირი დაგიჯდები.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1385 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-02-25 | კომენტარი (0)


აკინძულია დაღლილ დღეთა ერთნაირობა -

უძინარ თვალებს მოთენთილი ირეკლავს თოვა,
მე შენთან მოვალ, მაშინ როცა დაგეძინება,
რომ შეგიხორცო საკესავით მწარე ჭრილობა...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 824 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-02-25 | კომენტარი (0)


ზამთრის მიწურული,

ფერი - მოწყენილი,
სულში ჩაიღვარა
სევდის მოტივებად
და მე ახლა ვხვდები,
რომ რაც გამაჩნია,
არის სიყვარული,
კიდევ - მოთმინება.

სევდა ხასიათში,
ალბათ, დამებედა,
თვალსაც დაღლილობის
დაჰკრავს მუდამ რული.
მიჭირს ამ დღეების
ცრემლად გამეტება,
არ ღირს! ჯერ შორსაა
გზების დასასრული.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1184 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-02-25 | კომენტარი (0)



ყველაზე ლამაზი სიჩუმე ყოფილა,
სიჩუმე არაფრის მთქმელი,
ყველაზე ლამაზი ოცნება ყოფილა
ოცნება სათქმელად ძნელი,
ყველაზე ადვილი ლოდინი ყოფილა,
შეხვედრა ყველაზე ძნელი,
ყველაზე ადვილი სიკვდილი ყოფილა
ცხოვრება... ძალზე ძნელი .
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1037 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-02-25 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 176 177 178 179 180 ... 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.