Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » თებერვალი » 25 » არის სიყვარული, არის მოთმინება.
8:21 PM
არის სიყვარული, არის მოთმინება.

ზამთრის მიწურული,
ფერი - მოწყენილი,
სულში ჩაიღვარა
სევდის მოტივებად
და მე ახლა ვხვდები,
რომ რაც გამაჩნია,
არის სიყვარული,
კიდევ - მოთმინება.

სევდა ხასიათში,
ალბათ, დამებედა,
თვალსაც დაღლილობის
დაჰკრავს მუდამ რული.
მიჭირს ამ დღეების
ცრემლად გამეტება,
არ ღირს! ჯერ შორსაა
გზების დასასრული.

ჩემი უშენობა
ჯერ ვერ ავითვისე,
ვცდილობ, ყველა წუთი
მშვიდად ავიტანო.
ამ დროს სულ ყველასგან
მინდა, გავნაპირდე,
მერე ქაღალდებზე
სიტყვად დავიღვარო.

ასეთ გულდამდუღრულს,
ვიცი, გამიწყრები,
სულში გაგიჯდები
სევდის მოტივებად...
რადგან ყველაფერი,
რაც დღეს გაგვაჩნია,
არის სიყვარული,
არის მოთმინება.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1137 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.