Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥


,,გული ჯადოსნური პატარა სარკეა,

ავსილი ზღვა ემოციებით,
გაზაფხულს სულ რაღაც წუთები აკლია
და ლურჯი იები.
არაფერს არ ნიშნავს მთებზე რომ მოთოვა
და თმებზე აქა იქ ჭაღარა,
მე ისევ ისა ვარ,მე გულით თოთო ვარ,
თუმც ბავშვი აღარ ვარ.
ამ დილას სულ ერთი ნაკლი აქვს,
მწვავს და ვგრძნობ ნელ–ნელა ვთავდები,
გაზაფხულს სულ რაღაც წუთები აკლია
და შენი თვალები."
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1090 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-02-25 | კომენტარი (0)


მან მიატოვა პატარა გოგონა,
მერე მოვიდა მითხრა,
შენ მიყვარხარო და შენთან ერთად
ბედნიერება მინდა.
მე კი პასუხად არა ვუთხარი რადგან ვერ ვიტან იმ ვაჟს,
ახლა გაიგებს თუ როგორია,
რომ მიგატოვებს ვიღაც.
უცებ შეებრალა პატარა გოგონა,
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1001 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-02-25 | კომენტარი (0)


ქარი ატეხდა გუგუნს და შრიალს,

ფოთლები იწყებენ ხმამაღლა შრიალს.
დაგიკოცნიდი მაგ თვალებს წყლიანს,
არ შევახებდი შენს ტუჩებს ნიავს.

სხვამ დამიჩოქა,მე შენ გარჩიე,
ბედნიერებას ტანჯვა ვარჩიე.
ჩემს თვალებს ცრემლი რად შეაჩვიე?
რომ შენ მიყვარხარ,ხომ შენ გარჩიე.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 907 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-02-25 | კომენტარი (0)


სიბრალურისთვის არ დამიბრუნდე,

გემუდარები წადი. . .
ოცნების კოშკებს მარტო ვაგებდი,
განთავისუფლებ წადი. . .

სიყვარული ხომ მაინც მასწავლე,
მადლობელი ვარ წადი. . .
ფიქრთა ტალღები ისევ აზვირთდნენ,
არ დავიხრჩობი წადი. . .
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1026 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-02-25 | კომენტარი (0)


ნისლი ჩამოწვა მთაზედა

პიქრი მაწუხებს ქალზედა
ხელი მივიდე გულზედა
ცრემლი მომაწვა თვალზედა

მე დავიფიცე ხატზედა
არ ფიქრი სხვისა ქალზედა
არცა შეხება მკლავზედა
და არც გრძნობები მასზედა
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 879 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-02-25 | კომენტარი (0)


დაიღალა მთვარე ღამით,

დღემ დაღალა მზე.
დაიღალნენ მთები ზვავით,
ზღვამ იცვალა ზნე.

დაღლილ ნოტებსაც კი ვხვდები
-sol-fa-mi-re-do
ერთადერთი, ეს თავხედი,
არ იღლება დრო...

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 822 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-02-23 | კომენტარი (0)


ამქვეყნად თურმე ჩემთვის
უამრავი რამ მეთქმის
ისე ვაკეთებ ჩემთვის
ეს გული როგორც მეტყვის
სულ ბოროტებას ვებრძვი
საშველი არ ჩანს ჩემთვის
საშველი არის ჩემთვის
ბედკეთილობა ქვეყნის
ამ სანატრელი ქვეყნის
ამ უთავბოლო ერის
ისე როგორც არს ჩემთვის
ნატვრა არს ყველა ბერის
გამოსწორება ერის
და გადარჩენა ქვეყნის
რაც კი მადლი გვაქ გმერთის
გამოვიყენოტ ჩვენთვის
ისე ვიქცევი ჩემთვის
ეს გული როგორც მეტყვის.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 818 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-02-23 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 177 178 179 180 181 ... 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.