Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » თებერვალი » 25 » ზამთრის ერთი დღე
8:27 PM
ზამთრის ერთი დღე

ისევ წლევანდელი ზამთრის საღამოა,
ისევ ჩურჩულებენ ცეცხლთან მეზობლები.
ჩვენი სიყვარული, ალბათ, არ გამოვა?!
მართლა არ ვიცი და... მაინც ველოდები...

ღუმელს მივუჯექი გუშინდელივით და
რწმენას ჩავაფრინდი თმაში გაგიჟებით.
გულმა შეგატყო, რომ მართლა შეგეშინდა,
ალბათ, ახლა უფრო ძვირი დაგიჯდები.

გარეთ ზამთრის მუქი, სველი პეიზაჟი
როგორც გუშინ, დღესაც ფიფქებს გვთავაზობდა...
მიჯობს, გადავბარგდე რწმენის ქვეყანაში,
თორემ რას მეყოფა მხოლოდ თანაგრძნობა...

ისევ წლევანდელი ზამთრის საღამოა
(დღესაც გაჭორავენ ერთურთს მეზობლები),
რაღაც გამოგვივა, რაღაც - არ გამოვა...
მაგრამ მე ყველაფერს სუფთას ველოდები.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1334 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.