Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥

და გევედრები არ დაიჯერო

მოხდება ასე ვიცი და მინდა,
შენს გვერძე ყოფნით გული ვიჯერო.
გეტყვიან ჩემზე გატყუებდაო,
ერთობოდაო შენტან თამაშით
მაგრამ ხომ იცი რომ ჩემნაირად
არ ყვარებიხარ ქვეყნად არავის.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 895 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-19 | კომენტარი (0)


და ესე ხდება ცხოვრებაში დღეს ომობს ყველა..

დაუნდობელია ყველა წამი ვერ ივლი ნელა
თავს ვერ გაიმართლებ სიმართლეს ვერ მალავ...
ყოველთვის დიდ გრძნობას სიყვარულს მიმალავ..

ასე უაზროდ შესინებული დავიწყებ წერას..
ჩემი სიცოცხლეც ცხოვრებაა და აზრთა ღელვა...
ნეტა შემეძლოს რომ შევცვალო დღეს ბედისწერა..
დრო ზანტად გადის.. შენც მიაბიჯებ დღეს ნელა-ნელა...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 696 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-19 | კომენტარი (0)


ჩემი ხელები შენ ხელებში მოაქციე,
ასე,სიჩუმით გათენდება.
მერე დაღამებას დაველოდები,
ჩემ თითებს,შენი ხელის გულები,
სასთუმლად სანამ გაეგება.

...ერთხელაც ჩუმად გაგეპარები.
მოვრჩები სიყვარულს
და მევე ავიგლეჯ
იმას, რაც შემოვიწებე.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 900 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-16 | კომენტარი (0)


ჩემში ფიქრებმა დაიდეს ბინა,

ოცნებას მისცეს საეჭვო წყარო,
ახლა რატომღაც გაფრენა მინდა,
მეუბნებიან უფრთებო ხარო.

სხვისი ნათქვამი რაში მარგია,
განა ვერა ვგრძნობ ფრთები ამომდის,
ხოდა მე როცა გაფრენას ვცდილობ,
ცდა ხან გამომდის, ხან არ გამომდის.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 859 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-16 | კომენტარი (0)


შენ შეგიძლია მიმატოვო ყველანაირად,

ისე უბრალოდ, როგორც სულში ქრიან ქარები,
ისე უეცრად, არა, იქნებ ბევრად მარტივად,
ვიდრე სიმშვიდემ მომიხურა ზურგთან კარები.

უფრო ლამაზად, რომ წაუხდეს ფერი ალიონს,
თვალებში უხმოდ გადმომისხას ლურჯი თენება,
ისე საოცრად, ემოციამ სულმთლად დამლიოს
და მერე თუნდაც ჩაინავლოს ქვეყნად მშვენება.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 962 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-16 | კომენტარი (0)


მე ცისარტყელის პალიტრა მათრობს

და შემოდგომის ფოთოლთ სიბერე,
ზამთარო, ამდენი ტკივილის მერე
გული მე რატომ გადამიღერე?

წვიმის სიმღერა გულში ვიმღერე
ცას მივაწვდინე დღეს სულის ჰაგი,
ზამთარო, ჩემთან რატომ მოხვედი,
და დამითოვე ფიქრებად დარდი?
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 952 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-16 | კომენტარი (0)


როდესაც ცრემლებს დამალავ ჩუმად,
სევდიან თვალებს დახუჭავ წამით,
მიხვდები, თურმე ტუჩებიც სდუმან
და ვარსკვლავებიც ჩამქრალან ღამით.
მხოლოდ ფიქრები დარჩება მარტო,
ფიქრები ბიჭზე, რომელიც გიყვარს.
იქნებ განგებამ ნება არ დართო,
რომ შეხვედროდა შენს გვერდით ცისკარს?
ეს მარტოობაც მისი ბრალია
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 847 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-16 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 162 163 164 165 166 ... 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.