არ ჩაგეძინოს...ჩვენ ხომ,ჯერ
ეხლა ვიწყებთ სიცოცხლეს..არ ჩაგეძინოს...შეხედე ამ ცას, ფეხქვეშ
გვეგება.ვარდისფერდება მთები, შორეულ აღმოსავლეთში.და დღეს ახლოა,ჩვენს
ოცნებებთან შუბლით შეხება.არ ჩაგეძინოს,თორემ, ხომ ხედავ მიდის
სიცოცხლე...არ ჩაგეძინოს,ჰა, სადაცაა უკვე თენდება.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
817
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-21
|
|
ნეტავ.........!!!უსიყვარულოდ ერთი
ლექსი დამაწერინა...უსიყვარულოდ ერთი წამით გამაძლებინა...ქარიშხლიანი
მოგონება წამაშლევინა...სხვის შეცდომებზე მეც ცხოვრება
მასწავლებინა...სევდანარევი მუსიკები არ მამღერინა...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
790
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-21
|
|
მახსოვს,გნატრობდი და მაინც
გაგიხსენე...რა ვქნა უშენობამ სევდას მიმაჩვია...ჩემგან ბორკილები
აიხსენი?და ეს, ყველაფერი არად მიგაჩნია?...მათოვს,სიცისფრე
და წამი შესაფერი...ვიცი, მელოდება მაინც აღსასრული...თურმე,
დამავიწყდა ყველაფერი...გარდა, სევდისა და სიყვარულის...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
865
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-21
|
|
მე ახლა ნახატს სასოებით,კრძალვით
გიხატავ... ამ ნახატს ვარქმევ სათაურად_ "მე შენ მიყვარხარ"... ცისფერი
ფერით ვაფერადებ ნახატზე მეჩეთს, და ტუშით ვაწერ ცისფერ ფერზე _ "მაგიჟებ
მე შენ " . . .
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
931
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-21
|
|
გაქრება ყველა ზღაპარი ერთად,მაგრამ
დარჩება ჩვენი ზღაპრები.შენ გადაფურცლავ ცვალებას ფერთა,და
უსათუოუდ მოგენატრები.და მერე მოვა სხვა გაზაფხული,და თეთრ ფერებში
შენ მოირთვები,იდგება მხოლოდ უხმო წარსული,და თეთრ ფურცლებზე
თეთრი რითმები...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
994
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-21
|
|
ისევ ამტკივდა ოცნებათა პანაშვიდები,რძისფერი
თვლიდან გაბუტული სიცხადე ჟონავს...მე მოვალ შენთან...ნასეტყვარი და
დავმშვიდდები!..მოვალ,ვით სველი ფოთოლცვენა და შემოდგომა!!!კრულვის
ღამეა!..ვბორიალობ ათითხნილ ფიქრში,.რამდენი დღეა მოვდიოდი და ვერ
მოვედი.სასოწარკვეთავ,გამატარე,ხელი გამიშვი!!!და მომაცილე
ამაზრზენი სიმარტოეთი...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
789
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-21
|
|
სიყვარულია,რომ აქცევს მოკვდავთკაცს
ზეციერად და ქალს ღვთაებად, სიყვარულია ჩვენ რომ გვანიჭებს:სიბრძნეს
,სიხარულს და უკვდავებას სიყვარულია ჯვარცმა ,წამება... საღვთო
კოცნაა,საღვთო ფიცია,შეყვარებულთა წმინდა სახელი
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
823
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-21
|
| |