Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥

მაპატიე ცხოვრება რომ დაგინგრიე,
სიყვარულის მორევში რომ ჩაგითრიე.
მაპატიე ამდენ ხანს რომ გაწამებდი,
ჩემს სიყვარულს ახლოს არვის ვაკარებდი,
მაპატიე გაგიწბილე სიყვარული,
ძილში მესმის შენი გული როგორ ტირის,
მაპატიე გული ასე რომ გატკინე,
და ამდენი ცრემლები რომ მოგადინე
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1250 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-21 | კომენტარი (0)


თუკი ერთგულება არ არსებობს,

ერთად ნუ ვიქნებით მეტ ხანს,
შენი მოლოდინის ჯვარზე გამაკარი,
და მას ერთგულება ერქვას.

თუკი უკვდავება არ არსებობს,
უფალს შევავედრებ შენს თავს,
შევქმნათ საოცარი სიყვარული
და მას უკვდავება ერქვას.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1067 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-21 | კომენტარი (1)


ძნელია ქვეყნად ვინმემ გაგრიყოს,
ფურცლებს შევყურებ უკვე წლებია,
ისეთი, ოღონდ ყალბი არ იყოს
ხშირად წერტილიც მომნატრებია.

მე ლექსი მხიბლავს თავის სიმცირით,
სიპატარავით უფრო მანცვიფრებს,
ხშირად ერთ სიტყვას მეტად მივტირი,
ვიდრე პოემას, ანდა მანიფესტს.

ცხოვრება რაა?!-უცებ გაგთელავს!
იმედი რაა?!-ისიც გაგწირავს!
იფრინა როგორც ციცინათელამ,
ჩემი სიცოცხლის ერთმა ნაწილმა.


კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 914 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-21 | კომენტარი (0)


მოგოგმანებენ მოგონებები,
თუ გოგონები ტეხენ დიდმარხვას,
სხვას ვერასოდეს ვერ დავნებდები,
კვლავ ჭაბუკური ვნებით მიყვარხარ!

შიომღვიმესთან შენმა თვალებმა
კვლავ გამახსენეს ძველი სამანი,
ბექობი... ნიში წმინდა სამების,
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1052 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-21 | კომენტარი (0)


მოვიგონოთ, თუ გიყვარდეთ,

იმ წარსულის ყველაფერი,
მოვიგონოთ იმ ოქროში
გადამდნარი დილის ფერი.

მოვიგონოთ, რომ ნაღველის
არც მისხალი გულში ჩანდეს,
ბორჯომიდან გზა ხვეული
მიჰყვებოდა მტკვარზე ჭადრებს.

ვნახავ კიდევ იმ წვრილ ტყეში
ჩვენი კვალის ნაფეხურსა?-
წითელ კალმახს ცეცხლზე ვწვავდით
ვაზის ფურცელ გახვეულსა.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 785 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-21 | კომენტარი (0)

ნეტავ ვისთვის ანთებ მაგ სანთელს,
ან ვის მიუდის ეგ ლოცვა ძლიერ?
ნეტავ ვის ატან შენს ლოცვას ძლიერს?!
ნეტავ სანთელი ვისთვის ანთია?
ან ვისთვის აქრობ მაგ ცრემლით სანთელს?
ვის მისდის ნეტავ გულით ნალოცი,
ვის აძლევს ძალას ვის ეფერება?
ვის უმღერ ნანას ძილის წინ ტკბილი ხმით,
ან ვის ეფერები ტკბილი ხმით?
ნეტავ ვისთვის ანთებ მაგ სანთელს?
ან ვის მიუდის ეგ ლოცვა ძლიერ?
ნეტავ ამდენ კითხვას რატომ ვსავ?
მე ხომ ვიცი რომ ჩემზედ ლოცულობ
ჩემზედ ამოგდის მზეცა და მთვარეც
მე მიმღერ ღამით ნაზი ტკბილი ხმით
მე მინთებ სანთელს და ცრემლითვე აქრობ
ეხლა მივხვდი ვის ატანშენს ლოცვას ძლიერს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 734 | დაამატა: eLy | თარიღი: 2011-03-19 | კომენტარი (0)

გულს უშენობით დაღლილს დაქანცულს,
გულის კარებთან დაუკვნესია,
დიდხანს ვერ გნახავ და ვიტანჯები,
ხშირად რომ გნახო უარესია,
გაბრაზებულა ჯიუტი გული,
სულში ტკივილი ჩაუთესია,
ნუღარ მაწამებ ბრალდებულივით
უცებ მომკალი უკეთესია,
ისე საშინლად მომენატრე რომ
ფიქრები მტრედად შემომესია,
უბრალოდ მე ვწერ რასაც განვიცდი,
და ნუ იფიქრებ რომ ეს ლექსია,
არ შემიძლია მე ლექსი ვწერო,
აღიარება ჩემი წესია,
როცა უშენოდ მიწევს ცხოვრება,
არ ვარსებობდე უკეთესია.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 772 | დაამატა: eLy | თარიღი: 2011-03-19 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 161 162 163 164 165 ... 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.