Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მარტი » 21 » არ ჩაგეძინოს...
5:26 PM
არ ჩაგეძინოს...

არ ჩაგეძინოს...
ჩვენ ხომ,
ჯერ ეხლა ვიწყებთ სიცოცხლეს..
არ ჩაგეძინოს...
შეხედე ამ ცას, ფეხქვეშ გვეგება.
ვარდისფერდება მთები, შორეულ აღმოსავლეთში.
და დღეს ახლოა,
ჩვენს ოცნებებთან შუბლით შეხება.
არ ჩაგეძინოს,
თორემ, ხომ ხედავ მიდის სიცოცხლე...
არ ჩაგეძინოს,
ჰა, სადაცაა უკვე თენდება.
არ ჩაგეძინოს,
თორემ ვერ იგრძნობ როგორ გაკოცებ
და შენ ეს კოცნაც,
აღარასოდეს გაგახსენდება.
არ ჩაგეძინოს,
სანამ ჩემს ნაკვთებს, შენი თითები იმახსოვრებენ.
არ ჩაგეძინოს,
სანამ ფრთები გვაქვს, აღარ ვამძიმებთ მიწას ფეხებით.
შეხედე სივრცე ცოფიანივით,
როგორ იხევს ტანზე სიბნელეს.
შიშველ სხეულზე, ცხელი ტუჩებით როცა ვეხებით.
არ ჩაგეძინოს,
ეშმაკის დედაც!!!
ფაუსტის ძახილს თუ ვერ გაიგებს.
არ ჩაგეძინოს,
შეხედე თვალებს, მასში შუქია. სხვისი თვალები, როცა ქვრებიან.
ეხლა იგრძნობა – სიცოცხლის ფასი,
აქ, შენთან ახლოს...
სანამ ჩემთან ხარ,
თითები - თითებს ეფერებიან.
არ ჩაგეძინოს...
არ ჩაგეძინოს...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 779 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.