Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მარტი » 22 » ახლა ერთად ვართ
7:47 PM
ახლა ერთად ვართ
 
ვუყურებ წყალზე დაღვენთილ მთვარეს,
გულიდან შიში უკვალოდ ქრება..
ხიდზე სიბნელის მანათობელი
უკანასკნელი შუქურაც ქვრება..

სიჩუმე მთრგუნავს, ფიქრებწაშლილი
ვებღაუჭები ხიდის ზღუდეებს,
გამოთხოვების წუთები ღლიან
თვალებში ჩამდგარ ცრემლის გუბეებს..

ყველა იმედი დრომ გადათელა..
და მაინც, მხოლოდ შენ მოსვლას ველი..
რათა სიკვდილთან დაზავებულმა
უკანასკნელად ჩაგკიდო ხელი...

დრო იწურება, აწმყო მერთმევა..
ეჭვმა გაიდგა ჩემში ფესვები,
უეცრად მესმის ხმა-სანატრელი,
მაგრამ..... მე უკვე წყალში ვეშვები!

თურმე, იმ ღამით, შეშლილმა ბაგემ
ჩემი სახელი წამოიყვირა,
დაღლილმა ხიდმა ყური დაგიგდო
და კიდევ ერთი ცოდვა იხილა...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 751 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
2011-03-22 - 9:08 PM

magari leqsia cry

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.