Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥

წითელ ღვინოდ დაწურულა გრძნობა,

და ეს გრძნობა არის მეგობარი.
ვერ ვიგრძენი სხვისგან თანაგრძნობა,
სხვა არაა დარდთან მეომარი.
ბასრ მახვილად მეჩვენება თასი,
ამ მახვილზე ვაზი აფრქვევს ცრემლებს,
ვერ ვიპოვე მე სხვა ამის ფასი
ისეთი ვინც საფლავს დამისველებს.
ვერ ვიპოვე მე სხვა ვაზის დარი
ვინც შემიმკობს წმინდა ცრემლით საფლავს,
გაადაროს წამით ეს ავდარი
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1113 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-31 | კომენტარი (0)


სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში,
ის დღე იყო იღვიძებდა გაზაფხული იაში.

მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს უსათუთეს ლიანებს,
სიყვარული რიგდებოდა და მე დავაგვიანე.

რიგში იდგნენ ჭაბუკები თუმც უმეტეს ქალები,
შეჰყურებდნენ წიგნის თაროს მომღიმარი თვალებით.

სევდა მწვავდა თვალთა უპეს, სევდა გაურიყავი,
სიყვარულის რიგში ღმერთო აქაც ბოლო ვიყავი.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1458 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-31 | კომენტარი (1)


ოცნების სამჭედლოში გამოგწვრთეს ეტყობა..

სხვაგვარად ასეტი ლამაზი,უძირო..
არ მწამს ოცნება შენზე ლამაზი,
ამ სილამაზემ ,როგორღაც დამიპყრო,
სულის სამოთხეში ბარტყივით ჩამიხტი,
პატარა კუნჭული მონახე და თითქოს,
პატარა ბარტყივით ფრთხიალებ ამ გულში
ასეთი უბრალო რა ხელმა გამოგწრთო..
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 980 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-31 | კომენტარი (0)


რაც უფრო შორს ხარ მით უფრო ვტკბები,

მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი,
ხელუხლებელი, როგორც მზის სხივი
მიუწვდომელი, როგორც ედემი..

და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ,
მე დღეს არ ვნანობ, დაე ვცდებოდე
ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნება
თეთრ ანდელოზად ევლინებოდე..
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1124 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-31 | კომენტარი (0)


ახლა ბევრი დარდია გადანალახულები,

გაღვიძებულს თავიდან აღარ დაგესიზმრება,
როცა წამში გახლიჩა ნაგულარი გულები
დაადრაგუნებულმა გამურულმა ისრებმა.
მაპატიე გენაცვა ცოტა თუ სეგაწუხე,
თუკი შენი ვეცადე ჩემკენ გადმობირება,
აღარ ვიმტკივნეულებ პოეზიის მარწუხებს,
ახლა უფრო მინდა და უფრო მესურვილება.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 873 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-31 | კომენტარი (0)


თითქოს უბრალოა. შლეგი ირონია,

თითქოს ბავშვური და.... როგორც ჩვილი, ანცი,
ზოგჯერ სევდაა და ზოგჯერ მირონია.
ჰოდა დავიქანცე.

ალბათ ვერაფერი აქ ვერ მიპოვნია,
რაღაც უჩვეულოდ თეთრიც გაიცრიცა,
ალბათ უვარგისი ესეც სტრიქონია,
მოგწონს? დაიფიცე.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 911 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-31 | კომენტარი (0)


ღამე ისევ ისე დადუმდა

გარეთ მთელს მიდამოს ათოვდა,
ფიქრმა კვლავაც სევდას აჯობა
მე კი ისევ ისე მარტო ვარ.
ფიქრმა ოცნებები დაფარა.
ეხლა გთხოვ მითხარი სადა ხარ.
წლებმა ჩემი გრძნობა გაფანტა,
ისე ჩაუარა არც ნახა.
ნუთუ ისევ ისე მარტო ხარ?
არა,ალბათ აღარც გახსოვარ.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1340 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-31 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 153 154 155 156 157 ... 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.