თუკი უკვდავება არ არსებობს,უფალს
შევავედრებ შენს თავს,შევქმნათ საოცარი სიყვარულიდა მას უკვდავება
ერქვას.არ წამთ სიყვარულის არსებობა,და ჩვენ დავუმტკიცოთ
ყველას,ჩვენი გულები რომ შევაერთეთ,ამას სიყვარული ერქვას.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
1065
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-04-14
|
|
მე და შენ ვინმე თუ შეგვადარებს,იტყვის:
-არ გვანან ერთურთს ძალიან...შენ გავხარ მზიან, მომღიმარ დარებს,მე
კი ღამეებს უფრო მთვარიანს.თუ საღამოა წყნარი და მშვიდი,შენ
ხარ სპეტაკი, თოვლის ფანტელი.მე მოზიდული უფრო ვარ მშვილდიხან
მღელვარე და ხან უდარდელი.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
982
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-04-14
|
|
ტექსტად გაქციე...გამოგკეტე 33
ასო_ბგერაში,ახლა კარს ვაღებ დაგეუბნები _გათავისუფლებ...მზის
სხივებივითაიკრიფე ამ ფურცლებიდან _სულ ასო_ასო, სულ ბგერა_ბგერა,წერტილებით
და მძიმეებით,კითხვისნიშნებით...დამიტოვე თეთრი ფურცელი...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
877
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-04-14
|
|
თორმეტზე შეჩერდა საათის ისრები,დასწყევლოს,
იმედის მისხალიც არ დამრჩა,ვხვდები რომ ცოდვებით დღითიდღე ვისვრებიდა
მინდა სასხლეტი მოვქჩო დამბაჩას.უაზრო წამებით ერთია ღამისკენ,უშენოდ
შერთვია ფიქრები წამებას,გავმხდარვარ მწყევარი საკუთარ თავის მე,საკუთარ
თავის მე... გაიგოს გამგებმა.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
850
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-04-14
|
|
დღეს შენზე ლექსების დავიწყე შენებადა
ძილი მოვკალი მთვარიან ღამეში,ამჯერად სხვებისთვის ბანალურ თენებად,ჩემი
ცა გეღვრება მოლურჯო თვალებში.რამდენი სიტყვა და რამდენი ქარაგმა,დავაწყე,
მერე კი უთქმელი გავუშვი,უბრალო ფრაზებმა ფურცლები დაქარგა,ვინ
იცის, რამდენი შეცდომა დავუშვი.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
835
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-04-14
|
|
თვალხატულა ფისო, ფანჯარაზე ზისო, ახლოს მოდი დათუნა, შენ არ გერჩის ისო. ვაი თითი გამფხაჭნა, ნახე სისხლი მდისო, ეგ სისხლი კი არაა, მურაბაა ბლისო.
|
დილით მოგიტან გადაკეცილ მელნიან
ტკივილს, რომ მარტის ფანქრით შემისწორო ფერი იების... რტოებს მოვატეხ
ბაღის კართან ნაღვლიან ტირიფს და ციდან ავხვეტ ნაფეხურებს სერაფიმების.
დილით
მოგიტან გადაკეცილ მელნიან ფიქრებს, რომ სხეულებში სხვაზე მეტად იყოს
სულობა. ზამთრის ნებართვით მოვიძიებ ერთნაირ ფიფქებს, იმდენს,რომ
ქალაქს დაეტყობა გაზაფხულობა.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
874
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-04-10
|
| |