Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥

ფიქრების ლანგარზე ისევ დაძველდა

და დალპა მუზა,
მინდა თუ არა
მისი შემცბარი და მკრთალი ლანდი
დროის პატარა შუალედს ფარავს
ჩემს ცხოვრებაში ოცნების ფარდით.
სადღაც გაქრება, დარჩება მხოლოდ
სურვილის ლაქად სულის სამოსზე,
რასაც გავხდი და შევინახავ ტვინის სარდაფში,
მოგონებების სკივრის ფსკერზე.
თუმცა...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 900 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-31 | კომენტარი (0)


კვდება ზამთარი! აღარ დაიცდის

მასში შეჭრილი დღეს გაზაფხული,
და როგორც ვარდი ნაზდება სული,
როცა იგრძნობა სუნთქვა მაისის.

ჯერ ნაადრევი მზეთა ფერება
ხანდაზმულ ზამთარს ეალერსება,
და ქარიშხლების წამებით სავსეს
უკოცნის სევდით გაყინულ ბაგეს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 889 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-30 | კომენტარი (0)


რა ლამაზია ქარი წვიმაში,

ცოტათი სველი ,ცოტათი ნელი,
როგორც მზის სხივი ამაო სიზმარში,
იგია ერთი ,ამაო ფერფლი,

გარეთ გახედე როგორ თოვს,
ცოტათი მშრალი,ცოტათი თეთრი,
იცი რახდება,თითქოს ბნელდება,
სიბნელზე რომელიც ცრემლებს ახვევდა.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 925 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-30 | კომენტარი (0)


რადგან ახალი წუთისოფლად არაფერია,
განმეორებით ვერ გვაცდუნებს რადგან გონება,
ხელახლა შობა დაბადებულს არ უწერია
და გამოგონილს არ სჭირდება გამოგონება.

მიტომაც მინდა გადავავლო მთელ წარსულს თვალი,
ვნატრობ ხუთასჯერ მზე უკუღმა გადატრიალდეს,
რომ ძველ წიგნებში იმ საწყისის მოვნახო კვალი,
რომელიც ქმნიდა შენს სიტურფეს და სიდიადეს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 814 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-30 | კომენტარი (0)


მაგ თვალების სიდიადე მარტში უფრო ფხიზლობს,
შჰავ თვალებზე ერთი გოგო გამუდმებით ფიქრობს...
არ აძინებს, არც ასვენებს ბრწყინვალება გიშრის,
ამ გიშრებში გალაქტიკა დროზე სწრაფად მიქრის...
მარტის თვემაც დაიმკვიდრა სააქაოს ტახტი,
შემოავლო გიშრისფერებს გაზაფხულის ლახტი,
გააღვივა, გაახელა ნაკვერჩხალი თვალის,
ნაკვერჩხალის სიკაშკაშემ მზე დაჩრდილოს ლამის!
თუმცა ბიჩს არ აღელვებს სისაშიშე მზერის,
სიყვარულის ძიებაში სამოთხის ხმით მღერის...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 828 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-30 | კომენტარი (0)


როგორ მიყვარხარ! გრძნობას ვერ ვმალავ,

მკლავს უნდობლობა შენი ფარული,
რით დაგარწმუნო? არ მყოფნის ძალა,
რით დაგიმტკიცო ეს სიყვარული?


ჩემი უბრალო სიტყვის არ გჯერა,
რით გაგიფანტო ეჭვი ტიალი?
მიყვარხარ! თუგინდ, გითხრა ასჯერაც,
მაინც არ გჯერა ჩემი ტრფიალი...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1254 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-30 | კომენტარი (1)


დღე იყო საოცრად უფერო შენამდე

კენტი კი თავისთვის საფერფლეს ათბობდა
შენი თმის სურნელი გამომყვა თითებზე
ვიდექი ქუჩაში,ციდან მზე მათოვდა.


ვისხედით. თვალები გავცვალეთ უსიტყვოდ 
ვიღაცა სადღაცას უსმენდა რომანსებს.
შენ ხევდი წარსულს და ასე ივიწყებდი
ყველაფერს მტკივნეულს და უფრო მოსაწყენს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 952 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-30 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 154 155 156 157 158 ... 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.