Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥
* * *
მე შენ დაგტოვე,
და დაგიტოვე მხოლოდ ფიქრები
ისევ მარტო ვარ,კვლავაც მარტო ვარ,
ისევ ფიქრებში,ლამაზ სიზმრებში...
რა დაგიტოვე?
ფუჭი ფიქრები,ფუჭი ოცნება...
რა დაგიტოვე?
ფუჭი სიტყვები,კვლავ მოგონებად გადავიქცევი...
დილაა,დღეა,
ღამეა,ბნელა
სულ თვალწინ მიდგას მე შენი სახე
მე შენ დაგტოვე,
რა დაგიტოვე?
მხოლოდ ფიქრები
ეხლა წავალ და კვლავ მოგონებად გადავიქცევი... 

                                                                                                      დანარჩენი სრულიადში

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1231 | დაამატა: mari | თარიღი: 2011-04-08 | კომენტარი (2)


გული შფოთს მოუსვენარი
მას შენთან ყოფნა სწადია 
შენი მას სდაგავს სიშორე
უყვარხარ ძლიერ ცხადია
ვინ მოსთვლის კეთილ საქმეებს
რაც შენთვის ჩამიდენია
ერთდროს ცოდვილსა ბიჩუნას
ბოროტი გამიდევნია
შენი ბრალია იცოდე
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 880 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)


დღეს უშენობის სახლში მიწევს

მე არსებობა,
თითქოს ლოდინიც გათანგულა
ცრუ მოლოდინით,
ვცდილობ განვაგრძო უშენობით
ჩემი ცხოვრება,
თავდაკარგული გადაჩვევას
ავედევნები...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 882 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)


მე ხომ შენი სიზმრიდან

და სიზმრებით მოვედი ,
შენ რომ არ ყოფილიყავ
მე გამოგიგონებდი...
უნაირო გზის შემდეგ
ისევ შენთან მოვალ დღეს ,
იცი?,დავიღალე და
მხოლოდ შენ თუ მომარჩენ .
წვიმა ცრემლად შემარგე_
ცრემლიც უკვე გამიშრა,
როცა მოვალ შენდამდე
უკან აღარ გამიშვა .
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 853 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-04-03 | კომენტარი (0)


როდესმე ნეტა მოგნატრებივარ?

როდესმე მაინც თუ გყვარებივარ?
ნუთუ ეს გრძნობა სულ იყო ფარსი?
არა! სიყვარულს არ ადევს ფასი!
როდესმე ის დრო გაგხსენებია?
ჩემსავით ვინმე მოგფერებია?
ვინმეს თუ უთქვამს მსგავსი სიტყვები,
თუ გაუნდვია თავის ფიქრები?
როდესმე ნეტა მოგენატრები?
როდესმე ნეტა მოგეფერები?
ღამე მაინც თუ გაგითევია?
ვინმეზე ფიქრში დაგთენებია?
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 965 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-04-03 | კომენტარი (4)


რომ სამუდამოდ მოხვიდე და არ მიმატოვო
აზრის სონეტი შეგღაღადებს, აზრის სონეტი,
წარმართო მისი ლაბირინთის გზა სისწორეთი
და შუბლზე ფიქრი მნათობების მიმოათოვო.

როს თორმეტ ღამეს გაანათებს მზე მეცამეტე,
თავს ამოვზიდავ სინანულის იორდანედან,
გამახსენდება ნათლისღება იოანე და
ორ თვალთა შუა გევედრები, აწ მეც ამენთე.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 909 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-04-03 | კომენტარი (0)


ქროდა და ფოთლები მათოვდა

მომდევდა ტკივილი, წყენა.
ველოდი მზის ჩასვლის დადგომას,
და არა შენ გამოჩენას.
ანგელოზს ფარულს და უხილავს
თითქოს არ ელოდა სული.
ფერიავ მოსულო მწუხრიდან
კვლავ ამისხივოსნე გული.
ფოთლები ცვივა და ქარია,
შენ ლოცვას მივანდობ ღამეს,
ჩუმ ღამეს ნაზსა და მთვარიანს
Ps ეს არს ჩემი მე-1000 სიახლე
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 973 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-31 | კომენტარი (2)

« 1 2 ... 152 153 154 155 156 ... 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.