Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მარტი » 31 » დავიქანცე...
6:04 PM
დავიქანცე...

თითქოს უბრალოა. შლეგი ირონია,

თითქოს ბავშვური და.... როგორც ჩვილი, ანცი,
ზოგჯერ სევდაა და ზოგჯერ მირონია.
ჰოდა დავიქანცე.

ალბათ ვერაფერი აქ ვერ მიპოვნია,
რაღაც უჩვეულოდ თეთრიც გაიცრიცა,
ალბათ უვარგისი ესეც სტრიქონია,
მოგწონს? დაიფიცე.

ახლა საღამოა, ფიქრობ საამოა?
რაღამ დაამუნჯა მაშინ ვარსკვლავები,
მცივა, ვკანკალებ და მალე თოვლი მოვა,
მიჭირს გამკლავება.

მგონი სხვა ფერია ახლა ცისარტყელა,
ღამე თეთრია და დილა ბინდისფერი
ქარმა კაბადონზე ლექსი დამიწერა,
ჰოდა შევიფერე.
.................................................
მაინც დავიქანცე......
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 860 | დაამატა: admin | ტეგები: დავიქანცე... | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.