Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მარტი » 31 » ახლა ბევრ............
6:07 PM
ახლა ბევრ............

ახლა ბევრი დარდია გადანალახულები,
გაღვიძებულს თავიდან აღარ დაგესიზმრება,
როცა წამში გახლიჩა ნაგულარი გულები
დაადრაგუნებულმა გამურულმა ისრებმა.
მაპატიე გენაცვა ცოტა თუ სეგაწუხე,
თუკი შენი ვეცადე ჩემკენ გადმობირება,
აღარ ვიმტკივნეულებ პოეზიის მარწუხებს,
ახლა უფრო მინდა და უფრო მესურვილება.
წადი თუ არ ბრუნდები, ვინაც გინდა გიყვარდეს,
ვიცი, გაგახსენდება მკლავზე ჩამოძინება,
შენ რომ ბედნიერება წლებით გადამივადე
მაშინ ტაბუ დავადე სიტყვა დაქორწინებას.
ქარში ნუღარ დაეძებ ჩემი ფურცლის ნახევებს,
თუ მომიქსევ ვინაც გძულს მომიქსიე ისეთი,
არსად აღარ დაგიგებ მეტაფორის მახეებს,
ამ ექსპრესზე ძნელია რომ იშოვნო ბილეთი.
ამბავს ერთ დროს მშვენიერს ქვია დანამთავრები,
ახლა შენთვის ერთია სიცოცხლე და ცხოვრება
დაჟანგებულ ხაფანგში თუკი ერთხელ გავები,
სანამ ლექსი იცოცხლებს ხალხსაც ემახსოვრება.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 825 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.