Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » აპრილი » 8 » ლექსების კრებული
5:25 PM
ლექსების კრებული
* * * 
უფალო ღმერთო,მამა ზეციერო, 
ჩემო გამჩენო,ქვეყნის შემქმნელო 
რად მომავლინე მე ამ ქვეყანას? 
რატომ დამბადე ამ წუთისოფლად? 
არ ჯობდა ამ ფუჭ ლექსების წერას 
ახლა მიწაში დავმარხულიყავ? 
არ ჯობდა ამდენ ტანჯვა-წამებას 
წუთისოფლიდან რომ წავსულიყავ? 
ნუთუ ამ ქვეყნად მისთვის მოვედი 
რომ უნდა მხოლოდ ლექსები ვწერო? 
ნუთუ ამ ქვეყნად მისთვის მოვედი რომ 
უნდა მხოლოდ ცრემლები ვღვარო? 
უსიყვარულოდ წუთისოფელი 
ერთი წუთია,ერთი წამია 
უსიყვარულოდ ადამიანი 
არარაობა უბადრუკია, 
"სიყვარული" კი ეს ის გრძნობაა მარადიული, 
"სიყვარული" კი ეს ის გრძნობაა ძალზედ ძლიერი, 
"მე შენ მიყვარხარ" ეს სიტყვებია მარადიული 
"მე შენ მიყვარხარ" მუდამ გახსოვდეს,მუდამ იცოდე, 
მე აღარ მინდა შენ გარეშე წუთი სიცოცხლე 
მე აღარ მინდა შენს გარეშე ფუჭი ოცნება 
თუ არ იქნები ჩემი სიცოცხლე,ჩემი ოცნება:*:*:*

* * * 
მე შენ დაგტოვე, 
და დაგიტოვე მხოლოდ ფიქრები 
ისევ მარტო ვარ,კვლავაც მარტო ვარ, 
ისევ ფიქრებში,ლამაზ სიზმრებში... 
რა დაგიტოვე? 
ფუჭი ფიქრები,ფუჭი ოცნება... 
რა დაგიტოვე? 
ფუჭი სიტყვები,კვლავ მოგონებად გადავიქცევი... 
დილაა,დღეა, 
ღამეა,ბნელა 
სულ თვალწინ მიდგას მე შენი სახე 
მე შენ დაგტოვე, 
რა დაგიტოვე? 
მხოლოდ ფიქრები 
ეხლა წავალ და კვლავ მოგონებად გადავიქცევი...

* * * 
ვზივარ ქუჩაში და ვუცდი ღამეს, 
ღამეა ვუცქერ შენს ლამაზ თვალებს, 
მთელი ოცნება, 
შენზე ფიქრები, 
ჩემში არიან, 
ჩემში სახლობენ, 
უცებ მომესმა ქალის ნაზი ხმა, 
უცებ მომესმა ქალის ძახილი, 
შემოვტრიალდი ნელა,მწუხარედ 
და დავინახე შენი აჩრდილი, 
შენ მე მეძახდი, 
შენ მე მიცქერდი, 
მე შენ გიცქერდი 
შენს ლამაზ ღიმილს, 
კვლავ ეს წუთები, 
კვლავ ეს წამები, 
კვლავ გადაიქცნენ მოგონებებად, 
კვლავ შევტრიალდი ნელა,მწუხარედ 
ისევ ვუცდიდი შენს ლამაზ ღიმილს, 
ისევ ვუცქერდი შენს ლამაზ თვალებს 
და კვლავ ვუცდიდი მწუხარე ღამეს:*

* * * 
შენ მე მატკინე გული უსაზღვროდ 
შენ მომიკალი გულში იმედი 
მე ამ იმედით ვცოცხლობდი 
შენ მე წამართვი სიცოცხლე..... 
ჩემი ფიქრები შენთან არიან 
ჩემი ოცნება მხოლოდ შენშია 
და თუ ოდესმე შეგიყვარდები 
და თუ ოდესმე ისევ გინატრე 
მაშინ იმედი ჩამესახება 
შენ გააღვიძებ ჩემში ისევ ღმერთს, 
შენ დამიბრუნებ სიცოცხლის ხალისს 
და გააღვიძებ ისევ სიყვარულს...

* * * 
მინდა იცოდე მიყვარხარ 
მინდა იცოდე გნატრობ, 
რას არ მივცემდი, 
რას არ გავცემდი, 
შენთვის მეკოცნა, 
შენთან მამყოფა, 
და ეს წუთები 
გაგრძელდებოდეს მუდამ, 
ჩემი ფიქრები 
მხოლოდ შენშია 
ჩემი ოცნება 
მხოლოდ შენ გნატრობს 
ჩემთვის მთავარი 
ამ ქვეყანაზე 
მხოლოდ ორია 
შენ და მზე, 
მე შენით ვსუნთქავ 
მე შენით ვცოცხლობ 
მზე გზას მინათებს 
და სხივით მათბობს 
მუდამ იცოდე, 
მუდამ გახსოვდეს, 
მიყვარხარ და მენატრები 
ძალიან!!!!!!!!!

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1160 | დაამატა: mari | ტეგები: კრებული, ლექსების | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 2
2011-04-08 - 8:50 PM

kargia?chemi daweriia da...

2011-04-08 - 7:21 PM

applause applause

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.