9:09 PM სიზმარი ... | |
მე ხომ შენი სიზმრიდან და სიზმრებით მოვედი , შენ რომ არ ყოფილიყავ მე გამოგიგონებდი... უნაირო გზის შემდეგ ისევ შენთან მოვალ დღეს , იცი?,დავიღალე და მხოლოდ შენ თუ მომარჩენ . წვიმა ცრემლად შემარგე_ ცრემლიც უკვე გამიშრა, როცა მოვალ შენდამდე უკან აღარ გამიშვა . თორემ უშენოდ ყოფნის ძალა გამომელია , იქ ვეღარ გავჩერდები სადაც არ მომელიან. იცი?, როგორ მატირებს ღამისფერი საკანი აღარა ვარ იცოდე უშენობის ამტანი . მე ხომ შენთვის გავრითმე სულში ყველა სტრიქონი , სიზმრებში თუ დაგკარგე , ცხადში მალე გიპოვი. თჲ შენ ისევ სიზმრიდან და სიზმრებით მომელი... გაახილე თვალები ! აი უკვე მოვედი ... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |