Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥

დამდნარი ღამე შერეოდა აპრილის ლანდებს

და მარტის ბოლო ამოსუნთქვას სული ხდებოდა,
წვიმა არხევდა მათრობელა ვარდისფერ ვარდებს
და აპრილობის მოციქულებს კოცნით ხვდებოდა.
ვარ ისევ მარტო...თუმც არა...ვართ მე და ღამე,
კვლავ მე და ღამე ჩვენს "ნეტას” ვახვევთ ოცნების მანდილს,
ფანტაზიები იტაცებენ მტირალა წამებს
და ეულეთის აგონიას სონატა აწვიმს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1347 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-07 | კომენტარი (0)


ღამეები აჰყოლია წვიმის

ნატუჩარი ბაგეების გნიასს...
მოგონებით იყუჩებენ ტკივილს
და ეული ოცნებების ტრიალს.
ფოთოლცვენის მელოდია მოვა,
სიზმარივით ჩაიქროლებს წლები...
და რატომღაც ყოველ შემოდგომას,
უწინდელზე მეტად მენატრები.
ვიცი ცრემლებს ჩამორეცხავს წვიმა,
ის ხომ გიჟი ვნებოვნებით მათრობს,
შენ ვერასდროს მიმიხვდები...მცივა...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1132 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-07 | კომენტარი (0)


თუ არ გიყვარვარ, შენ ნუ მეტყვი, თავად მივხვდები,

ნურაფერს მეტყვი სატრფიალო სიტყვების გარდა,
ექიმებიც ხომ უმალავენ ავადმყოფს სიკვდილს
და კარგად ყოფნას უსურვებენ სიკვდილის კართან.
გემუდარები ჩემს საფლავზე დარგე ტირიფი,
თავჩაქინდრული, დარდიანი, ტოტებგაშლილი
და მაშინ მაინც მიუალერსე,
როდესაც ტანში გაუჯდება ფოთოლივით მწვანე აპრილი...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 931 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-07 | კომენტარი (0)


არ მინდა სიტყვა, არ მინდა სიტყვა!

როდესაც სიტყვა დაიბადება,
სიმართლის ალი, როგორც ბურუსი
ისე ირღვევა და იფანტება.
მხოლოდ თვალებით, მაგ განუსაზღვრელ
სევდის მორევში მცურავ თვალებით,
მითხარი რამე, თორემ სულს დავლევ
გამოურკვეველ ქენჯნა-წვალებით.
მე სული არ მაქვს ამქვეყნიური,
შენზე ოცნებით დაიწვა იგი.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 820 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-07 | კომენტარი (0)

როდესაც ნახატს ხატავდა პიკასო,
შენზე ამბობდა ჩუმად, მიყვარსო,
თვალზე ცრემლი სდის ბებერ რენუარს
მან ვერ გაუძლო თურმე შენს უარს...

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1447 | დაამატა: wYaltUBskiI | თარიღი: 2011-05-07 | კომენტარი (0)



სიცოცხლე – შესაძლებლობაა, გამოიყენე იგი!
სიცოცხლე – სილამაზეა, აღფრთოვანდი მისით!
სიცოცხლე – ნეტარებაა, იგემე იგი!
სიცოცხლე – ოცნებაა, შეასხი ხორცი!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 766 | დაამატა: FallenAngel | თარიღი: 2011-05-06 | კომენტარი (0)



იცრუო, უფრო ადვილია
__სიმართლის თქმაა ძნელი
ილაპარაკო ადვილია
__აღსარებაა ძნელი
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 925 | დაამატა: FallenAngel | თარიღი: 2011-05-06 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 143 144 145 146 147 ... 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.