მონატრების მელოდია ჩუმი... შემოდიხარ... მავსებ
ნაზი ბგერებით... გულის ფეთქვა ახმოვანებს დუმილს... გხატავ... გხატავ
ჯადოსნური ფერებით!.. ფუნჯი ისე ჩაკონვია ტილოს, ვიოლონოს სიმებს როგორც
ხემი!.. ღმერთო, ცოდვა როგორ ავიცილო?! ხარ სასჯელი- სიყვარული
ჩემი!.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
869
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-04-29
|
|
მე აგაღელვეთ
ქალბატონო, ჰო აგაღელვეთ, ახლა თვალებს ხრით, შეხვედრისას, თუნდაც
ქუჩაში დახრილ თვალებშიც, კარგად ვხედავ, მზე ავაფეთქე და პაწაწუნა
აღელვებას, გამჩნევთ სუნთქვაშიც.
მე აგაღელვეთ ქალბტონო, ყალბი
ღიმილით, რომელიც კარტში, ცოტახნის წინ თქვენთვის მოვიგე, მე
აგაღელვეთ ქალბატონო, მაგრამ სინდისი სხეულს აწვალებს და ვერაფრით ვეღარ
მოვირგე.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
819
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-04-29
|
|
როდესაც!მიიწურება თვე
ფერიცვალების...გარდავიცვლებით...მე და დედამიწა.როდესაც!ჩემი
სხეულიმარტივ მამრავლებად დაიშლებადა მე უსასრულობამდე
გავიფანტები.მაშინ აღარ იარსებებს დასასრული!არც კოეფიციენტი.თუნდაც
გუშინდელივითუჩვეულოდ, თითქოს მზისუკანასკნელი ამონათების.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
897
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-04-29
|
|
გავხდები:შენი რიგითი წუთი, ყოველდღიური ნაცნობი,მოძმე, სახლის წინ მდგარი სანაგვე ყუთი, მტვრიანი ქუჩა-აპრილის მოწმე.
გავხდები:უცხო გამვლელი ძაღლით, შენი ხელ-პირის დაბანა დილას, სარეცხის ფრთებით გაშლილი სახლი, სადილის კოვზი ან მაწვნის ქილა.
|
უძრაობა ქალაქში, უძრაობა სრულიად... ირგვლივ ყველას თვალები გახდომია უაზრო, იქნებ მე ამ წვიმაში გზა რომ დანისლულია, შენი ნახვა მოვასწრო, შენი კოცნა მოვასწრო! მთელი ჩემი სხეული სველი სინანულია, მინდა თვალზე ცრემლების, ალუბლების დაკრეფვა; და ღრუბლებიც გარშემო მერცხლები რომ უვლიან, შენი ქარით გაქრება, შენი სუნთქვით გაქრება! მარტოობა ოთახში, მარტოობა რთულია! რაღაც ნისლისმაგვარი შემოიჭრა ფანჯრიდან, რომ არ გამომეღწია შენი სიყვარულიდან, ეგ თვალები დამჭრიდა, ეგ ღიმილი დამჭრიდა!
|
რა სასწაულმა შემახვედრა შენთან არ ვიცი, ან ამ სიყვარულს ტკივილამდე რატომ განვიცდი, როცა შენ გხედავ,აღარ მახსოვს ქვეყნად არავინ, როცა გშორდები,დარდი მიპყრობს დაუფარავი....
|
შენ შვიდი ფერი ვეღარ დაგხატავს, შენთან ფერები არაფერია, შენს თავს ვერ ვანდობ უნიჭო მხატვარს, შენ დედოფლების დიდო ფერიავ...
| |