Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥

ტუჩის კუთხეებზე თავს იხრჩობს წყურვილი...

ღამეს ავზნიანი ქალივით აზმორებს...
გარსონ! ჩამომისხით ეს ერთი სურვილიც
და მარტო დამტოვეთ...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 823 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-10 | კომენტარი (0)


ხანდახან მგონია, რომ... რაგაც მგონია

ხანდახან მგონია, რომ მზე ვარ, რომელსაც მთვარის ნახვა სურს თუმცა ვერ ხედავს!
ხანდახან მგონია, რომ კლდეზე ამოსული ხე ვარ რომელაც ფესვები ვერ აიდგა, და კლდიდან თავქვე დაეშვა!
ხანდახან მგონია, რომ ცხოვრება მიილია და დავრჩი მარტო მე, თუმცა მე მივილიე და არა ცხოვრება!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1033 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-10 | კომენტარი (0)


სიტყვები არ მყოფნის ეს რომ დავწერო

ეს ნათქვამი გავს უაზრო ბოდვას,
მე არ მინდა რომ ვინმე გავთელო
მე მინდა ავცდე სიკვდილის ცოდვას.

ქვეყნად მოვედი სიმშვიდისათვის
მინდოდა გული მქონოდა სუფთა,
მაგრამ უაზრო ცხოვრებისათვის
ყურებთან მესმის სიკვდილის სუნთქვა.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 737 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-10 | კომენტარი (0)


რად მიყურებ აგრე კუშტად,
გალეული ხარ ჯავრით,
მე ვიცი რომ კლავენ მუშტით,
ზოგჯერ კლავენ ხანჯლით.

კლავენ თოფით, კლავენ ცულით,
კლავენ ჩანგლით, ფიწალით
და ივსება მიწის გული,
მერე ოთხი ფიცარით.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 651 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-10 | კომენტარი (0)



საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნე. 
შენ მე დაკარგული მაჩუკე ოცნება. 
და ეხლა მჯერა ის რაც არ მჯეროდა. 
თურმე ცხოვრებაში ხდება საოცრება. 

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 800 | დაამატა: FallenAngel | თარიღი: 2011-05-07 | კომენტარი (0)





მე ასეთი ვარ, ვერ ვიქნები რადგან სხვაგვარი.
დრო მკურნალია, დრო ტკივილებს ერთად აქუჩებს,
ხელს ვერ ავუქნევ რითმებს, როგორც მშიერ ბეღურებს,
გამოვაზამთრებ სევდას, ჩემგან ცრემლებმიუჩვევს.


კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 819 | დაამატა: FallenAngel | თარიღი: 2011-05-07 | კომენტარი (0)


მოდი,ვარსკვლავები დავითვალოთ!

მოგატყუებ და ზევით აგახედებ,
ყელში შეგაპარებ მსუბუქ კოცნას
მინდა გაოცებით გადმომხედო.
იცი რა ლამაზად გიმუქდება
თვალებში სიხარულით გაოცება?
წამწამთა ჩარჩო სულს გიმალავს
ჩემთვის გაჩენილო საოცრებავ...
ახლა მოდი მართლა დავითვალოთ
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 868 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-07 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 142 143 144 145 146 ... 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.