Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 7 » შენს გამო ეშმაკი ჯოჯოხეთს აუქმებს...
9:41 AM
შენს გამო ეშმაკი ჯოჯოხეთს აუქმებს...

როდესაც ნახატს ხატავდა პიკასო,
შენზე ამბობდა ჩუმად, მიყვარსო,
თვალზე ცრემლი სდის ბებერ რენუარს
მან ვერ გაუძლო თურმე შენს უარს,
სიბრაზით ამტვრევს როიალს ბახი
მის ნაცვლად ტაშს ხომ შენ გიკრავს ხალხი
თავზე დაატყდა ტერენტის რისხვა
როდესაც შენში იპოვა ის სხვა
გიყურებს სოკრატე, ფიქრებმა სცოდეს
მაინც წარმოთქვა მან "არასოდეს"
მაკედონელი შიშმა აიკლო
როცა მან შენი გული ვერ დაიპყრო
ვერსად ვერ ნახა სხვა შენნაირი
და შეიშალა აინშტაინი
ადამმა შენში გაცვალა ევა
სხვაგვარად ის ხომ ვერ მოიქცევა?!
სამოთხეში კი მუდამ გელიან
ანგელოზები შენზე მღერიან
შენი სხივები ყველას აშუქებს
შენს გამო ეშმაკი ჯოჯოხეთს აუქმებს...

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1395 | დაამატა: wYaltUBskiI | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.